მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნება“ ბრძოლას წესების გარეშე განაგრძობს - ბათუმში ე.წ. კანონიერ ქურდს, მინდია...

„ქართული ოცნება“ ბრძოლას წესების გარეშე განაგრძობს – ბათუმში ე.წ. კანონიერ ქურდს, მინდია გორაძეს ელოდებიან

Published on

„აჭარაში წაგებული არჩევნების შემდე „ქართული ოცნება“ ბრძოლას წესების გარეშე განაგრძობს – მაშველი რგოლი რეგიონში შესაძლო კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი წევრი გახდეს. ბათუმში მინდია გორაძე ელოდებიან.

 
„კურიერის“ ინფორმაციით, რამდენიმე საათში აჭარაში გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტს მინდია გორაძეს იგივე ლავასოღლის ელოდებიან.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ხმების მობილიზებაში მმართველ გუნდს ლავასოღლის დავალებით მისი ახლო გარემოცვის წევრები უკვე ეხმარებიან. მმართველი გუნდის სასარგებლოდ ხმების მოგროვებას ახლა პირადად ე.წ. კანონიერი ქურდი გააკონტროლებს.
 
ლავას ოღლის ინტერესების დამცველმა არ იცის რის საფუძველზე გაათავისუფლეს ე.წ. კანონიერი ქურდი. ლავას ოღლი თურქეთის ციხეში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
 
გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი ლავას ოღლი საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ უკვე თვითმართველობის არჩევნებამდე 5 დღით ადრე 2017 წელს გაათავისუფლა. ის 9 თვის განმავლობაში მეშვიდე დაწესებულებაში უმძიმესი ბრალდებებით სასჯელს იხდიდა. თუმცა პროკურატურამ ე.წ. კანონიერი ქურდისთვის ვერცერთი ბრალდების დამტკიცება ვერ შეძლო. 9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კი ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.  
 
ე.წ. კანონიერმა ქურდმა ქვეყნის დატოვება სარფის გამშვები პუნქტიდან უპრობლემოდ შეძლო. „კურიერის“ ინფორმაციით, მას ქვეყანა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაატოვებინეს.
 
ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ აჭარაში წაგებული არჩევნების შემდეგ, კანონიერი ქურდის გამოყენებას ხმების მობილიზებისთვის „ქართული ოცნება“ არ მოერიდება.
 
ლავას ოღლის წინააღმდეგ საქართველოში ამ დრომდე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. კრიმინალურ ავტორიტეტს და მისი ახლო გარემოცვის წევრებს ბოლოს ბრალი რამდენიმე თვის წინ, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებებში მონაწილეობის, გამოძალვის და ძალადობის მუხლებით წარუდგინეს. ჯერჯერობით, უცნობია, მოხდება თუ არა წითელი ცირკულარით ძებნილი ლავს ოღლის დაკავება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...