მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დადასტურებულია, რომ თავისუფალია" - კრიმინალური ავტორიტეტის ადვოკატი "ლავასოღლის" გათავისუფლებას ადასტურებს

“დადასტურებულია, რომ თავისუფალია” – კრიმინალური ავტორიტეტის ადვოკატი “ლავასოღლის” გათავისუფლებას ადასტურებს

Published on

"ქართულ ოცნებას" არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი ბათუმში ჩაყავს.
მინდია გორაძემ თურქეთის საპატიმრო დღეს დატოვა და გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჩავა. 
 
არსებული ინფორმაციით ლავასოღლი მმართველ პარტიას ხმების მობილიზებაში უნდა დაეხმაროს.
 
მინდია გორაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მისი გადათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
 
„აღნიშნული ინფორმაცია, როგორც ჩემთვის არის ცნობილი დადასტურებულია და იგი თავისუფალია. ეს ასეც უნდა ყოფილიყო და უკანონობას ვერაფერს ვხედავთ. თურქეთის სასმართლომ არ ჩათვალა, რომ მისი ექსტრადირება უნდა მომხდარიყო და ეს ლოგიკურია, ჩვენ სწორედ მაგას ვამბობდით, რომ უკანონობა იქნება მისი საქართველოში ექსტრადირება, რადგან მის მიმართ ბევრ უკანონობას ჩადის ჩვენი სახელმწიფო და აბსოლუტურად ლოგიკურია, რაც მის მიმართ განხორციელდა" – აღნიშნავს ალექსანდრე კობაიძე.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...