მთავარისიახლეებიპოლიტიკაონში „ნაცმოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ბურდილაძე ცივი იარაღით დაჭრეს

ონში „ნაცმოძრაობის” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ბურდილაძე ცივი იარაღით დაჭრეს

Published on

ონში „ნაცმოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  ნოდარ ბურდილაძე დაჭრეს,
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით , ნოდარ ბურდილაძე დღეს მიდიოდა სოფელ ღებში მისი  სკაიპ ჩართვის დასაორგანიზებლად, და წუხელ იგი მრავლობითი ჭრილობების მიყენებით მძიმედ დაჭრა კახა ისაკაძემ, მეტსახელად "ბეგლარიჩმა", "ქართული ოცნების" აქტიურმა მხარდამჭერმა,რომელიც მუდმივად იგებს ტენდერებს ონში და მისი ძმა მერიის მაღალჩინოსანია…
 
 შინაგან საქმეთა სამინისტროში კი  ცდილობენ ოპოზიციის ლიდერის დაჭრა ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერის მიერ  ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტით ახსნას და აცხადებს, რომ ,,დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჭრა.
 
განცხადებაში ნათქვამია, რომ  მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
 
,,გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე -კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი.-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი.-მ ნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, კ. ი. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
 
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით“ დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს., – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
ამ  განცხადებიდანაც  ჩანს, რა შეიძლება მომხდარიყო სინამდვილეში ონში – შუბს ხალთაში ვერ დამალავ. ოპოზიციაზე ქვეყანაში ნადირობაა გამოცხადებული.  კაცი ქუჩაში ხმაურს ტეხს მაინცდამაინც  ოპოზიციის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის სახლთან და სიტყვიერ შენიშვნაზე სიცოცხლისთვის საშიშ  მრაბვლობით ჭრილობებს აყენებს მას მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ღონისძიების წინ. 
 
რაც შეეხება ნოდარ ბურდილაძეს, მას წუხელ გაუკეთდა რთული ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 
 

სიახლეები

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ,...

“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე

"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...