მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპარლამენტარების კრიტიკა და „ოცნების“ არაადეკვატური რეაგირება

ევროპარლამენტარების კრიტიკა და „ოცნების“ არაადეკვატური რეაგირება

Published on

ევროპარლამენტარების კრიტიკა და „ქართული ოცნების“ არაადეკვატური რეაგირება – ევროდეპუტატების მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის მნიშვნელობას ოფიციალური თბილისი აკნინებს და სულ რამდენიმე დეპუტატის პოზიციად ასაღებს.
 
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ახსნა-განმარტებებს მისი კოლეგების მსგავსად მეორე ტურის წინ მიღებულ შემაშფოთებელი სიგნალებზე პირადად სთხოვა.
 
„ქართული ოცნება“ ოპონენტების კრიტიკის შიდა მასშტაბებს გასცდა და ევროპელი კოლეგები სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრთან კითხვა 13 ევროდეპუტატს ჰქონდა, აქედან უმრავლესობამ მაკალისტერის მსგავსად საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხებს სწორედ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვასა და პირადობების მოწმობები გაყალბებაზე ითხოვდა.
 
ევროპარლამენტარები საკმაოდ კარგად ინფორმირებულნი და აღშფოთებულებიც იყვნენ, იცოდნენ ყველა წინასაარჩევნო სიახლე – ვალების განულებით დაწყებული წალენჯიხაში გაყალბებული პირადობები სავარაუდო ბეჭდვით დამთავრებული.
 
ევროპელი დეპუტატებმა კომიტეტში სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებას ღიად უთხრეს, რომ თუ მეორე ტური გაყალბებების ფონზე ჩაივლის, ამან პრობლემა შესაძლოა, ასოცირების შეთანხმების დოკუმენტს და უვიზო მიმოსვლას შეუქმნას. ოპოზიცია ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.
 
არჩევნებამდე ერთ კვირით ადრე ხელისუფლება ევროპარლამენტიდან გააფრთხილეს, რომ არჩევნებს აკვირდებიან და გაყალბების მცდელობას ქვეყნას, რომელსაც ევროატლანტიკური არჩევანი აქვს არ აპატიებენ

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...