მთავარისიახლეებიპოლიტიკაძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის იყოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პროგრესის სათავეში, მისგან...

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის იყოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პროგრესის სათავეში, მისგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა- დავით ჯანდიერი

Published on

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი არ იყოს ერთი პარტიის კანდიდატი და მას ჰქონდეს მხარდაჭერა მთელი პოლიტიკური სპექტრის,“ – ეს განცხადება, იურისტმა დავით ჯანდიერმა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.
 
ჯანდიერმა განმარტა ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში უჭერს მხარს.
 
იურისტის თქმით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს ძალიან ბევრი უფლება ეზღუდება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პირველი პირი პროგრესის სათავეში იდგეს.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ვაშაძემ შეძლო და მოახერხა და ეს პლატფორმა, რომელიც არის არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, ის აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ფენას,  სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. მართალია, პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციით არ აქვს განსაკუთრებულად დიდი უფლებები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის იყოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში პროგრესის სათავეში, მისგან უნდა ისმოდეს ხალხის ხმა,“ – განაცხადა ჯანდიერმა.
 
ჯანდიერის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არ გააჩნია, რომ მისი მოქალაქე უფრო დაცული იყოს და ქვეყანაში უსაფრთხოება პირველ ადგილზე იდგეს. 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...