მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ამორალურობაც არის და ამორალურობაც. ყველას ძალიან შეგრცხვებათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით,...

,,ამორალურობაც არის და ამორალურობაც. ყველას ძალიან შეგრცხვებათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, რა იკადრა ზურაბიშვილმა და მისმა ვაჟმა…”- სოციალურ ქსელში აფეთქებაა

Published on

თეიმურაზ გორჯესტანის მიერ ნოდარ ვაშაძის პოლიტიკურ დებატებში გამოწვევას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. პოლიტიკოსებიც და  საქმეში ჩახედული რიგითი  მხარდამჭერებიც სიტუაციის დელიკატურიბის გამო თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისაგან, მაგრამ ერთსულოვანნი არიან იმ შეფასებაში, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მისი ვაჯის მხრიდან ეს იყო ზღვარსგადასული ცინიზმი და თავხედობა.
 
,,ამორალურობაც არის და ამორალურობაც. ყველას ძალიან შეგრცხვებათ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდებით რა იკადრა ზურაბიშვილმა და მისმა ვაჟმა…”- წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
 
სტატუსს სალომე ზურაბიშვილის შვილთან დაკავშირებით  აქვეყნებს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილიც: ,,ყველა, ვინც ტაშს უკრავდა ქალბატონი კანდიდატის ვაჟიშვილის წარმოუდგენელ საზიზღრობას და დღესაც ასე ფიქრობს, ყველა უკლებლივ ჩემი პირადი მტერია!
მეტს ამ არნახულ სიბინძურეზე არაფერს ვიტყვი.მოგვიანებით შემოგთავაზებთ ჩემს პირად ხედვას ადამიანური თვისებების მნიშვნელობაზე ყველგან და მით უმეტეს პოლიტიკაში.გმადლობთ ყურადღებისათვის.”- წერს ირინა სარიშვილი.
 
აღშფოთებულია ტელეწამყვანი და მსახიობი ია ფარულავა : ,,უტიფარი დედა-შვილი …რა დღეში არიან !!!!!თოქ-შოუს რომ აწყობთ ….სანამ რამეს იტყვის ნოდარ ვაშაძეზე სჯობს გაერკვეს მის ბიოგრაფიაში!!!!!!”- წერს იგი სოციალურქსელში.
 
 ნიკა გვარამიამათთვის, ვინც მისი გუშინდელი განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით,  ამორალურად აღიქვა და თვალს ხუჭავს დედა-შვილის ამ ამაზრზენ გამოხდომაზე, განმარტავს:  
 
“მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა და ასევე ამერიკული და ევროპული კამპანიების ღრმა ცოდნა მაქვს, რომ როცა პრეზიდენტად იყრი კენჭს, კამპანიაში ტაბუდადებული თემები თითქმის არ არსებობს;
მიუხედავად იმისა, რომ სრული და შეურყეველი რწმენა მაქვს, რომ იგივე მასშტაბის ამბავი ტრამპს რომ ქონოდა, სიენენი ჩვეულებრივად ჩატკეპნიდა მიწაში;
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის და სხვა საჯარო პირების ადიულტერი ნებისმიერ ქვეყანაში ადიულტერია და საძრახისია და ცდება “ჩემია, პირადია, რა შენი საქმეა”-ს ფარგლებს;
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტკორექტულობა მძაგს და ვეტრფი უმბერტო ეკოს მიერ მის ფუნდამენტურ დამარხვას;
 
რა თქმა უნდა, არ უნდა მექნა. და არა აქვს მნიშვნელობა, რის გამო გავაფრინე პირდაპირ ეთერში.
მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის – გინდ პოზიტიური, გინდ ნეგატიური (ასეთიც ბევრი იყო, გულწრფელად შეწუხებული კეთილისმსურველებისგან)
და ბოდიში ყველასთან, ზურაბიშვილ-გორჯესტანების გარდა.
 
თქვენი ნარკომანად და “ქათამად” გამოცხადებული ნ.გ.”- აღნიშნავს გვარამია..

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...