მთავარისიახლეებიპოლიტიკათანაგუნდელებს გაყალბებული ეგზიტპოლებით ივანიშვილი არ მოუტყუებიათ და ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი...

თანაგუნდელებს გაყალბებული ეგზიტპოლებით ივანიშვილი არ მოუტყუებიათ და ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი იყო – ზურაბ მელიქიშვილი

Published on

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ მელიქიშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს აფასებს, სადაც მან დაადასტურა, რომ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებთან მძიმე საუბარი ჰქონდა.
 
მელიქიშვილის თქმით, გაყალბებული ეგზიტპოლებით ივანიშვილი არავის მოუტყუებია და ეს ყველაფერი გეგმის ნაწილია.
"ის არავის მოუტყუებია, ეს მისი გეგმის ნაწილი იყო – გაყალბებული ეგზიტპოლები, გაყალბებული კვლევა, ერთის მხრივ რომ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ თითქოს მხარდაჭერით სარგებლობენ და მეორეს მხრივა ადგილებზე გაეყალბებინათ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რადგან ქართველმა ხალხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთად პირველ ტურში დაიცვა ხმები და ვერ მიიღეს გაყალბებით ის შედეგები, რასაც ელოდებოდნენ. შესაბამისად ახლა ხდება გადაბრალება" – აღნიშნავს ზურაბ მელიქიშვილი.
 
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინცელ ინტერვიუში განაცხადა:  ,,გუნ­დი ისე იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი სა­კუ­თარ ძა­ლებ­ში, რომ კვლე­ვე­ბიც კი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ჩა­უ­ტა­რე­ბია – რე­ა­ლუ­რად, პარ­ტი­უ­ლი რე­სურ­სით ახერ­ხებ­დნენ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბას – ასე­თი ცდო­მი­ლე­ბა იყო სირ­ცხვი­ლი! იმას რა­საც ელოდ­ნენ, ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის შემ­დგომ, მეც კი გა­მო­მიყ­ვა­ნეს. ეს იყო სირ­ცხვი­ლი. ამა­ზე მეც მქონ­და მკაც­რი სა­უ­ბა­რი.
 
არა­ვი­თა­რი გრძნო­ბა­დო­ბა, ჰქონ­დათ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აც­დე­ნი­ლი მო­ლო­დი­ნი რე­ა­ლო­ბას­თან. 14% სხვა­ო­ბა არის სირ­ცხვი­ლი – ამას კვლე­ვა აღარ ჰქვია! ''

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...