მთავარისიახლეებიპოლიტიკაორღობის კომედიანტები - ბერა არ კმაროდა, რომ ახლა პოლიტიკაში...

ორღობის კომედიანტები – ბერა არ კმაროდა, რომ ახლა პოლიტიკაში თემურ გორჯესტანი ,, გამობრწყინდა?”

Published on

სალომე ზურაბიშვილის შვილი – თეიმურაზ გორჯესტანი გრიგოლ ვაშაძის შვილის, ნოდარ ვასაძეს  დებატებში იწვევს. 
 
როგორც თეიმურაზ გორჯესტანმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას აინტერესებს სად არის ნოდარ ვაშაძე: 
 
„რადგანც ეს კითხვა გაქვთ, მე ერთი კითხვა მაქვს. მე აქ ვარ, სამ დღეში ქეთევანი პარიზიდან ჩამოდის, მე ლონდონიდან ჩამოვედი და კითხვა მაქვს, ნოდარ ვაშაძე სად არის? მოსკოვში? არ ვიცი, მაგრამ, ერთი შეთავაზება მაქვს. ჩვენ კითხვებს ვპასუხობთ, გამოვდივართ ტელევიზორში, რომ გაგვიცნოთ და იცოდეთ, როგორც ამომრჩევლებმა, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილის ოჯახი, ვინ არიან მისი შვილები.
 
მე ვარ დაინტერესებული, ვინ არის გრიგოლ ვაშაძის უფროსი ვაჟი. თუ დათანხმდება, თუ ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ დებატებში გამოვიწვიო, სადაც გინდათ, როგორც გინდათ, მოვილაპარაკოთ. ეს არის ქართული ვაჟკაცობა, მოვილაპარაკოთ, რა არის საქართველო, ქართული კულტურა და ქართული ენა. მე მზად ვარ, როცა გინდათ, ბატონო ნოდარ!“ – მიმართა ნოდარ ვაშაძეს თეიმურაზ გორჯესტანმა.
 
თეიმურაზ გორჯესტანს დედასთან, როგორც პოლიტიკოსთან,   რომ მარტო ეს ,,რადგანც'' ამსგავსებდეს,  კიდევ არაფერი, მაგრამ პოლიტიკოსი  დედის საარჩევნო კამპანიაში ამ ფორმით ჩართვა?  – ამ ქალაქში თუ ,,ქართული  ოცნების'' ჭორვილურ ორღობეში   როგორც ჩანს მართლა ყველაფერი მოსულა.
 
,,.ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის რომ დაოკდეს ეს ბიჭი?! -„არ ვიცი, ეს რა პოზიციაა, ამაზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. ეს ყველაფერი, აბსოლუტურ მოუკრეფავში გადადის. სალოზე ზურაბიშვილს თვითკონტროლის დიდი შესაძლებლობები მაინცდამაინც რომ არ ჰქონდა, ეს ვიცოდით, მაგრამ ახლა შვილმა, მგონი, გადააჭარბა. ოჯახური ბიზნესი ხომ არ არის, საპრეზიდენტო არჩევნებია. კი, დავაკნინეთ ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ცუდი ფორმა მივეცით, მაგრამ ეს რა უბედურებაა?! ვინმე არ არის ისეთი, ვინც ეტყვის, რომ დაოკდეს ეს ბიჭი. ეს არათუ ალოგიკურია, არამედ პირდაპირ ტრაგიკომიკურია, რაც ვნახე. ბარემ პირდაპირ ელიავას ბაზრობაზე გამართონ“, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატის ვაჟის ამ განცხადებას  და განმარტავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები და კამპანია სერიოზული საკითხია და არა „ოჯახური ბიზნესი“.

სიახლეები

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...

ზუგდიდში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა  არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს. საგამოძიებო...

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. "ეს არ არის...