მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მეორე ტურის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა და მუქარა უპირატესად მაღალი თანამდებობის პირების...

,,მეორე ტურის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა და მუქარა უპირატესად მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ხორციელდება” – ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში“

Published on

“სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტში მიმოხილულია 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
 
ორგანიზაციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ზეწოლისა და მუქარის ფაქტებმა.
 
 ზეწოლა ხორციელდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში როგორც საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში, ასევე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებზე და სხვა მოწყვლად ამომრჩეველზე.  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები სისტემატურად მართავენ შეხვედრებს საჯარო მოხელეებთან, რა დროსაც მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ. რიგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნას.
 
“აღნიშნული ფაქტები გარდა ამომრჩეველზე ზეწოლა-მუქარისა, წარმოადგენენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ასეთი ზეწოლა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენების გზით ხორციელდება“, – ნათქვამია მონიტორინგის შედეგების ამსახველ ანგარიშში.
 
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტებიც გამოვლინდა, რასაც არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიის მიმდინარეობისას. გამოვლინდა ოპოზიციური პარტიის აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებზე ფიზიკური ძალადობის ოთხი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში კი პირს ფიზიკურად გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის არმიცემის გამო დაუპირისპირდნენ.
 
ასევე დაფიქსირდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, რასაც ასევე არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიისას.
 
ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა/მუქარის 40; საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის – 1; სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების – 3; ფიზიკური დაპირისპირების – 5; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 14; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის – 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...