მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შეირჩა იდეალური კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი... ცრემლები მომდის"- ბიძინა ივანიშვილი

“შეირჩა იდეალური კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი… ცრემლები მომდის”- ბიძინა ივანიშვილი

Published on

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს იდეალურ კანდიდატს უწოდებს.
 
 
 
"კანდიდატი სწორედ ამის მიხედვით შეირჩა და შეირჩა იდეალური კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ კიდევ გვაქვს კლიპები მომზადებული და ცრემლები მომდის. როგორ ბედავენ მის ენასა და აქცენტზე ყურადღების გამახვილებას? სალომეს დედაც კი საფრანგეთში დაიბადა, სალომეს მამამ ვერ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და ვერ მიიღო საფრანგეთის. ეს არის ჩვენი იდენტობა, რაზეც ჩვენ ვდგავართ. როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს? ჯერ დედამ ისწავლა ქართული, შემდეგ სალომემ და ახლა ნახეთ მისი შვილები – ქართულად აღზარდა. აი ეს არის რასაც ვხედავთ – ევროპელი ქალბატონი.
 
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ძალიან მორიდებით და მოწიწებით ვარ. ვინც მისი ხასიათი იცის – ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი კანდიდატი ავირჩიეთ, თავისი ხედვები აქვს, თავისი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს. გემოვნება აქვს ძალიან კარგი.
 
ეს სჭირდება საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, პირველ რიგში ის ავტორიტეტი, გამაერთიანებელი, ზეპარტიული უნდა იყოს. თუ კი რამ ასეთ ფუნქცია სჭირდება პრეზიდენტს, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამასთან შესატყვისობაში მოდის. აბა შეხედეთ მეორე კანდიდატს – არცერთ პირობას არ აკმაყოფილებს", – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...