მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მმართველი პარტია მზად არის, ყველა რესურსი გამოიყენოს არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად" -...

“მმართველი პარტია მზად არის, ყველა რესურსი გამოიყენოს არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღებად” – გიორგი მშვენიერაძე

Published on

.საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადებას და მათ შესაძლო გამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის დაკავშირებით არჩევანის ეთერში ეხმაურება.
 
გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ მმართველი პარტია მზად არის, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს არჩევნებში სასურველი შედეგის მიღების მიზნით. მშვენიერაძე ამბობს, რომ თუნდაც, 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების განულება საარჩევნო სამართალთან შეუსაბამოა.
 
„შემთხვევები, რომლებიც აღარ არის ერთეული, ეს არის ამომრჩეველთა მოსყიდვის, თუ ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების, ნამდვილად აჩენს განცდას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, კითხვის ქვეშ დადგეს თავად არჩევნების ლეგიტიმურობაც, თუკი ეს ტემპი შენარჩუნდება, რომელსაც ახლა ხელისუფლება მისდევს,“ – ამბობს მშვენიერაძე.
 
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება.
 
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.
 
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება.

სიახლეები

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...