მთავარისიახლეებისაზოგადოებახობში ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ხობში ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

Published on

 ხობში, ხანძრისას დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. დამწვრობის ცენტრში მამაკაცი სხეულის 95-პროცენტიანი დამწვრობით შეიყვანეს და მას სასუნთქი გზების ​თერმულ-ინჰალაციური დაზიანება ჰქონდა მიღებული.
 
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ჭითანავების ოჯახში ძლიერი აფეთქება გუშინ მოხდა. ოჯახში მყოფმა შვიდმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ღუმელის ანთებისას დიზელის ნაცვლად ბენზინის გამოყენებამ გამოიწვია. დაშავებულები შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მოინახულა.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...