მთავარისიახლეებიპოლიტიკაანდერს ფოგ რასმუსენი: უარმა საქართველოსთვის MAP-ის მიცემაზე პუტინს...

ანდერს ფოგ რასმუსენი: უარმა საქართველოსთვის MAP-ის მიცემაზე პუტინს უბიძგა თავსდასხმოდა ქვეყანას იმავე წლის აგვისტოში

Published on

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსმა დიდი შეცდომა დაუშვა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მიცემაზე უარი უთხრა.
 
ამის შესახებ მან The Institute for War & Peace Reporting-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს უარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისათვის არასწორი სიგნალი გამოდგა და სავარაუდოდ უდიდესი როლი შეასრულა მის გადაწყვეტილებაზე იმავე წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმა განეორციელებინა.
 
ამ აქციის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ პუტინმა, მის მიმართ განხორციელებული დათმობა ჩათვალა როგრც სისუსტე, რამაც რუსეთი სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ აქცია.
 
"პირადად მე მაშინ ვემხრობოდი იმ აზრს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ბუქრესტშივე მიგვეცა MAP-ი. ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. და რადგან არ გავაკეთეთ. ამით ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი სიგნალი პუტინს… მან იფიქრა, რომ ამიერიდან შეუძლია აგრესიულად იმოქმედოს და ეს იმავე წლის აგვისტოში გააკეთა, როდესაც საქართველოს დაესხა თავს," – აცხადებს რასმუსენი. რასმუსენის განცხადებით, ახლაც არის შესაძლებელი, რომ ამ პროცესს სტარტი მიეცეს:
"თუ საქართველოს და უკრაინას მართლაც უნდათ NATO-სა და ევროკავშირის წევრობა. ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, ჩვენ არ უნდა ვთქვათ "არა". შესარულებენ თუ არა ეს ქვეყნები შესაბამის კრიტერიუმებს მომავალში, ეს კიდევ გასარკვევი იქნება და ეს იქნება საერთო გადაწყვეტილება".
 
მისი თქმით, თუ საქართველო წარადგენს ალიანსის წევრობის განაცხადს, NATO-მ უნდა მისცეს მას ამის საშუალება.
 
"საქართველო ამ ეტაპზე სამიდან ორი კრიტერიუმი უკვე დააკმაყოფილა. მესამე კრიტერიუმი – შეუწყობს თუ არა საქართველო საერთო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს, ეს რა თქმა უნდა სადისკუსიო თემაა, რაც სხვასთან ერთად, აფხაზეთისა და ოსეთის ბედთანაც არის დაკავშირებული. თუმცა, ფაქტია, ეს ყოველივე საქართველო-ნატოს დიალოგის მეშვეობით უნდა გადსაწყდეს და ეს მოსკოვის გადასაწყვეტი არაა," – აცხადებს ყოფილი გენერალური მდივანი.
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...