მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულმა ოცნებამ“ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო თავის თავი დადო...

“ქართულმა ოცნებამ“ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო თავის თავი დადო სასწორზე“ – ექსპერტი პოლიტიკოსებს ურჩევს სახე შეარჩუნონ

Published on

ნეგატიური კამპანია, რომელიც ახლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიმდინარეობს, ქვეყნისთვის დამაზიანებელია – ამ განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი, თორნიკე შარაშენიძე, დედაქალაქში აგრესიული შინაარსის ბანერების გაკვრას ეხმაურება. 
 
ანალიტიკოსის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" აგრესიული საარჩევნო კამპანიით, ბევრი რამ დადო სასწორზე. ექსპერტი პოლიტიკოსებს ურჩევს, საპრეზიდენტო არჩევნებში სახე შეინარჩუნონ. 
 
„ვერ გამიგია, რატომ არის, რომ ერთი საკამათო და უვარგისი კანდიდატის გამო "ქართულმა ოცნებამ“ ყველა რესურსი მოისროლა, ყველაფერი დადო სასწორზე, თავის თავი დადო სასწორზე,“ – განაცხადა შარაშენიძემ.
 
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძეც. ექსპერტი საარჩევნო ვითარების შეფასებისას აქცენტს მმართველი გუნდის მიერ გამართულ აქციებზე აკეთებს და ამბობს, რომ სასაცილოა, როდესაც ოპოზიციას მიტინგს ხელისუფლება უმართავს.
 
„დღეს ჩვენ ხელისუფლება გვყავს, რომელიც მიტინგებს უწყობს ოპოზიციას. ძალიან ბევრი ქვეყანა მინახია, სადაც ოპოზიცია მიტინგებს უწყობს ხელისუფლებას, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უწყობს მიტინგს ოპოზიციას და ასეთი დინამიკით მიდის კამპანია, რაც ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოა, სევდიანი რომ არ იყოს,“ – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
 
თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერები გამოჩნდა. მასზე ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული.
 
 ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...