მთავარისიახლეებიპოლიტიკაამომრჩევლის მოსყიდვა, თუ ჭარბვალიანობაზე ზრუნვა - ე.წ. შავი სიებში მოხვედრილი მოქალაქეების ნაწილს,...

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ ჭარბვალიანობაზე ზრუნვა – ე.წ. შავი სიებში მოხვედრილი მოქალაქეების ნაწილს, ვალი გაუნულდება

Published on

მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოსყიდვის.
 
სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
 
"ქართუ" ფონდმა პასუხისმგებლობა მილიარდნახევარი ლარის ოდენობის სესხზე გადაიბარა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ფონდი, თანხას სრულად დაფარვას, რა პირობები შესთავაზა "ქართუმ" ბანკებს უცნობია.
 
ასევე სესხი არ ჩამოეწერებათ vivus-ის კლიენტებს, რადგან ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ შედგა. თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ მათ უწყებას კონკრეტული პირობები გადაუგზავნეს, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან პასუხი არ მიუღიათ.
 
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეალურად "ოცნების ინიციატივა ჭარბვალიანობის პრობლემას ვერ აგვარებს და არც ივანიშვილის ფონდის დახარჯული მილიონების სჯერათ. სამოქალაქო სექტორი კი ამომრჩევლის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლო  მოსყიდვაზე საუბრობს და პროკურატურას ფაქტის შესწავლას სთხოვს.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...