მთავარისიახლეებიპოლიტიკაადამიანები, ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალ ვალებს აიღებენ და ახალი...

ადამიანები, ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალ ვალებს აიღებენ და ახალი “შავი სია” გაკეთდება.

Published on

მთავრობის გადაწყვეტილებას ვალების ჩამოწერის შესახებ   უკვე მოყვა არაერთგვაროვან შეფასებები.   ექსპერტი გია ხუხაშვილი ,,პალიტრანიუსის'' თხოვნით ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი შეფასებების მიზეზებზ ესაუბრობს. 
 
– ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივ განცდებს იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ძალიან მწვავე სოციალური პრობლემა, ვიღაცა თუ თავის თავზე იღებს ამ პრობლემის გადაჭრას, მადლობის მეტი რა გვეთქმის და ეს ნამდვილად უნდა დავაფასოთ. რაც შეეხება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლოგიკას, აქ რა თქმა უნდა, სევდანარევი სკეპტიციზმი გვიპყრობს. ეკონომიკურად ეს პროცესის გაჯანსაღებას არ უწყობს ხელს, პირიქით, უპასუხისმგებლობის სინდრომის პროვოცირებას ახდენს და ჩვენ ცოტა ხანში, მივიღებთ უფრო დიდ "შავ სიას", ვიდრე გვაქვს დღეს.
მოხდება ძალიან მარტივი რაღაც – ადამიანები, ვისაც ვალს დაუფარავენ, მეორე დღესვე გავარდებიან, ახალ ვალებს აიღებენ და ახალი "შავი სია" გაკეთდება. პატიოსანი გადამხდელების თემა ცალკე თემაა, პატიოსან გადამხდელებს ეს აძლევს სტიმულს, რომ შეწყვიტონ პატიოსანი გადახდები და პოლიტიკურ კრიზისს დაელოდონ, შესაბამისად, ეს ეკონომიკას აზიანებს. სახელმწიფოებრივად ეს იყო მაღალი რისკის შემცველი ქმედება, გარდა ამისა, გარკვეულწილად ეს სევდის განცდასაც მიჩენს, ეს სევდა იმასაც უკავშირდება, რომ "ქართუ“ საერთოდ ცნობილია თავისი ქველმოქმედებით. სრულიად უანგაროდ ეს ფონდი წლების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, ამაზეც შემიძლია მადლობა გადავუხადო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათი ქველმოქმედება სამწუხაროდ დაუკავშირდა პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც ცვლის საერთოდ აღქმას ამ ქველმოქმედების უანგარობის შესახებ და ეს გულდასაწყვეტია.
 
– როგორ ფიქრობთ, ეს არის წინასაარჩევნოდ თავის გადარჩენა თუ დიდი ხანია ამაზე მუშაობენ,  ახლა კი "დასჭირდათ“ და გამოიყენეს?
– თუ დიდი ხანია მუშაობდნენ და ეს პოლიტიკურ დღის წესრიგს არ უკავშირდება, მაშინ უნდა გაეკეთებინათ დიდი ხნით ადრე ან არჩევნების შემდეგ. რადგან ეს ხდება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სულ რომ აზრად არ ჰქონოდათ, საზოგადოებაში მაინც ჩნდება განცდა, რომ ეს არ იქნება პოლიტიკური ნაბიჯი და სწორედ ეს არის სამწუხარო. ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი არ არის, როგორც ჩანს, ის აფექტის მდგომარეობაშია, სამწუხაროდ მისი ცხოვრებისეული ფილოსიფია რადიკალურად იცვლება და ეს არის გულდასაწყვეტი.
 
– როგორ წარმოგიდგენიათ ამ გადაწყვეტილების განხორციელება?
– ბუნდოვანება არის ამ პოლიტიკის ნაწილი. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკას უკავშირდება რაღაც, იქ ვაშლებით და მსხლებით არ უნდა ისაუბრო. ეს საკმაოდ პრობლემატური ქმედებაა ბევრი გაგებით და მეტყველებს ერთადერთ რაღაცაზე, რომ ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, ძალიან შეშინებულია და მზად არის, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას.
 
ინტერვიუ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ : https://www.kvirispalitra.ge/politic/48287-qcota-khanshi-mivighebth-ufro-did-qshav-siasq-visac-vals-daufaraven-meore-dghesve-gavardebian-da-akhal-valebs-aighebenq.html
 

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...