მიკი მაუსის მამა უოლტ დისნეი: ყოველი ღიმილის მიღმა ცრემლის წვეთი უნდა იმალებოდეს

0
1039
დღეს  მსოფლიო  მიკი მაუსის 90 წლის იუბილეს ზეიმობს. ბავშვების საყვარელი ანიმაციური გმირის დაბადების დღის აღსანიშნავად ღონისძიებები  უამრავ ქვეყანაში  მიმდინარეობს.
მიკი მაუსი მსოფლიომ პირველად 1928 წელს, მოკლემეტრაჟიანი მულტფილმით გაიცნო. უოლტ დისნეი ერთერთ ინტერვიუში ამ  პერსონაჟის შექმნის ისტორიასა და მისდამი ხალხისადაპირადად მისი  სიყვარულის საიდუმლოზე საუბრობს.
 
 
 
ჩემთვის მიკი მაუსი დამოუკიდებლობის სიმბოლოა. მისი შექმნის იდეა მატარებელში, მანჰეტენი-ჰოლივუდის გზაზე გაჩნდა, ზუსტად იმ დროს, როცა ჩემი და როის (უოლტ დისნეის უფროსი ძმა) საქმეები ცუდად მიდოდა და კატასტროფის მოახლოებას ვგრძნობდით.
 
მიკი მაუსისადმი მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვქონდა – მას ხალხი უნდა გაერთო. ჩვენ ის სოციალური სიმბოლოთი არ დავტვირთეთ, არც რუპორად და სატირის იარაღად გამოგვიყენებია. მიკი უბრალოდ პატარა არსებაა, რომლის მოწოდებაც ხალხის გაცინებაა.
 
მანამ, სანამ პერსონაჟი ინდივიდი არ გახდება, მას არავინ დაუჯერებს. ის შეიძლება იყოს სასაცილო, ან საინტერესო, მაგრამ სანამ მაყურებელი მასთან საერთოს ვერ დაინახავს, ყოველთვის გამოგონილ პერსონაჟად დარჩება.
 
სიქველების არასოდეს მწამდა. არ მინდა მათ შექმნაზე დროის ხარჯვა. მირჩევნია, ეს დრო რაიმე ახლის შექმნას დავუთმო.
 
ფანტაზიებში ჩაშვებისას რეალობას არ უნდა ავცდეთ.
 
ყოველი ღიმილის მიღმა ცრემლის წვეთი უნდა იმალებოდეს.
 
სიცილი მარადიულია, ოცნებები – მარადიულია.
 
ფილმებს მარტო ბავშვებისთვის არ ვიღებ. მე მათ თითოეულ ჩვენგანში მცხოვრები ბავშვისთვის ვქმნი, იქნება ის 6 წლის, თუ 16-ის. ბავშვური უმანკოება ყველაზე ცუდ ადამიანშიცაა, თუნდაც სადღაც, სიღრმეში ჩაფლული.
 
ჩვენი სამყაროს უბედურება იმაშია, რომ ზედმეტად ბევრი ადამიანი იზრდება და სერიოზულდება.
 
ჩემს შვილებს არასოდეს არ ვეპყრობოდი ისე, თითქოს ისინი სუსტი ყვავილები ყოფილიყვნენ და სხვასაც ამ მიდგომას ვურჩევდი. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, სიბნელესაც და სინათლესაც. არ ვიქნებოდით გულწრფელები, თუ თავს მოვიკატუნებდით, რომ სამყაროში სიბნელე არ არსებობს. ჩვენს შვილებს რეალობის დამალვით კარგს არაფერს ვუკეთებთ. საჭიროა, მათ ვასწავლოთ, რომ ბოროტება სიკეთესთან მუდამ მარცხდება და ჩვენც, ჩვენი ნახატი ფილმებით სწორედ ამას ვცდილობთ.
 
თუკი ერთხელ მაინც შეიგრძნობ თავისუფლებას, აღარასდროს დათანხმდები მონობას. შესაბამისად, ის საშინელებები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ – დროებითია. ხვალ უკეთესი დღე დადგება და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ამერიკა თავისი იდეალების: თავისუფლებისა და უკეთესი ცხოვრების ერთგული დარჩება.
 
 
ყველა მხატვარ-პორტრეტისტი (თუ, რა თქმა უნდა, ის ფოტო-სურათს არ აკოპირებს), მოდელისთვის დამახასიათებელ სახის ნაკვთებს ამუქებს და აზვიადებს. ფრთხილად იყავით და მიკი მაუსის ყურები არ მომახატოთ!
მე უფლის და ამერიკის მადლობელი ვარ, რომ შვილები ტოლერანტულ, დემოკრატიულ და თავისუფალ დროში აღვზარდე.
 
თუ ჩემს თვალებში ჩაიხედავთ, იქ ამერიკის დროშის ორ ანარეკლს დაინახავთ, ჩემს ზურგს უკან კი – წითელი-თეთრი-ლურჯი შეფერილობის პანელს.
 
ამ ერისთვის გართობა, სპორტი და დასვენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ნაყოფიერი მუშაობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ბიუჯეტში მათი წილი საკმაოდ სოლიდური უნდა იყოს.
 
სიცილი – ეს ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტია.
 
მირჩევნია, ადამიანები გავართო, გავაცინო, მათ სიამოვნება მივანიჭო და თვითგამოხატვაზე არ ვინერვიულო.
 
ვცდილობ, ცხოვრებას დადებითი კუთხით შევხედო, მაგრამ საკმარისად რეალისტი ვარ იმის მისახვედრად, რომ ცხოვრება ფრიად რთული რამეა.
 
 
ბედნიერება – ეს სულის მდგომარეობაა. შენ შეგიძლია იყო ბედნიერი და შეგიძლია იყო უბედური – ყველაფერი შენს აღქმაზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, ბედნიერება – ეს კმაყოფილებაა, თუმცა, აქ სიმდიდრეზე არ ვსაუბრობ. ჩვენ ყველა ერთმანეთისგან განვსხვავდებით. ასე რომ, ვიღაც, ვინც რუტინულ სამუშაოს ასრულებს, შეიძლება სულაც არაა ბედნიერი. ჩემი ძმა ფოსტალიონი იყო და მე მისი ძალიან მშურდა. მას ხომ მთელი რიგი მხიარულება ხვდა წილად: ჰყავდა ტრაილერი, ხშირად დადიოდა სათევზაოდ, არ ანაღვლებდა საგადასახადო ქვითრები, მიწის ნაკვეთი და გაფართოება. ის ბედნიერი გახლდათ. ყოველთვის ვიძახდი, რომ ის “ჭკვიანი დისნეი” იყო.
 
 

 
 
 
 
 
 
წინა სტატიამიხეილ გიორგაძე საავტომობილო ავარიაში მოჰყვა
შემდეგი სტატია“მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა” – გრიგოლ ვაშაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური