ვერცხლის ქორწილი მეუღლისგან შორს – ინტერვიუ სანდრა-ელისაბედ რულოვსთან [Video]

0
587
სანდრა-ელისაბედ რულოვსმა ტელეკომპანია „ოდიშის“ ეთერში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. ის შეეხო ასევე 2006 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც, ფონდი სოკოს საქმიანობას და ოჯახურ ურთიერთობებს.
„სამწუხაროდ მთავრობაში გვყავს ბევრი მოღალატე, მათ შორის ქალებიც და ეს არ შეიძლება, მაგალითად თეა წულუკიანის სიძულვილი მიშას მიმართ უფრო მეტია, ვიდრე საქართველოს სიყვარული“- განაცხადა სანდრა-ელისაბედ რულოვსმა გადაცემა „დიალოგის“ ეთერში.  მან ისაუბრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარალელები გაავლო დღევანდელ რეალობასა და იმდროინდელ სიტუაციას შორის და განაცხადა, რომ პოლიტიკაში რამდენიმეთვიანმა ყოფნამ დიდი გამოცდილება შესძინა და კარგად დაანახა თუ რა რთულია იყო პოლიტიკაში. „პოლიტიკაში ყოფნამ მაჩვენა, რომ ძალიან რთულია იყო პოლიტიკოსი, ეს ინტრიგები, მედიასთან  ურთიერთობა, ყველაფერი შემძინა ამ პერიოდმა და ვფიქრობდი, მიშა რამდენს უძლებს თურმე ეს წლები და კიდევ უფრო დავაფასე მისი გამძლეობა. აი მე კი პოლიტიკაში ჩემს თავს ვერ ვხედავ, მე უფრო სხვა სფეროში შემიძლია გავაკეთო საქმე“- აღნიშნა სანდრა რულოვსმა. ყოფილი პირველი ლედი შეეხო არჩევნების მეორე ტურსაც, გამომდინარე იქედან, რომ ის აქტიურადაა ჩართული საარჩევნო მარათონში, ამბობს, რომ ხალხის განწყობა არის ფანტასტიური, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ ამ მთავრობამ არფერი გააკეთა მათვის და არის ცვლილელების დრო.“ მე ვეტყოდი ყველას, რომ მივიდნენ არჩევნებზე,  დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, გული მწყდება, როცა ოჯახის 6 წევრიდან 4 რჩება სახლში. არავითარ შემთხვევაში, მე მოგიწოდებთ  აუცილებლად მიხვიდეთ, რადგან თქვენი არ მისვლით ქვენი ხმა სამშობლოს საწინააღმდეგოდ იკარგება.“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
სანდრა რულოვსმა ისაუბრა ფონდი სოკოს საქველმოქმედო აქციებზე და ასევე სამომავლოდ მის გეგმაზე, ზუგდიდში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე. ასევე ისაუბრა ოჯახზე, შვილებზე, დედამთილზე, მეუღლეზე, მშობლებზე, აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს მეგრული სამზარეულო და კითხვაზე თუ რატომ დარჩა საქართველოში, აღნიშნა, რომ აქ ძალიან კარგად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე მიხეილ სააკაშვილი აქ არ იმყოფება, მისი უმცროსი შვილი ნიკოლოზი იზრდება საქართველოში და მისი თქმით, გადაწყვიტა აქ დალოდებოდა მეუღლეს.;“ მოვა დრო და მიშა აუცილებლად ჩამოვა საქარველოში და ჩვენ მას აქ დაველოდებით“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.
დღეს სანდრა რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილს ქორწინების 25 წლის იუბილე აქვთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ აქციაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილს სურვილია ეს თარიღი ერთად ავღნიშნოთ ზუგდიდში“, მეუღლესთან ერთად ამ ეტაპზე ვერა, თუმცა მან დანაპირები შეასრულა და დღეს ვერცხლის ქორწილს მეუღლისგან შორს, თავის საყვარელ ქალაქში შეხვდა.
 
 
 
 
 
 
 
 

წინა სტატიადღეს, 20:00 საათზე სანდრა ელისაბედ რულოვსი გადაცემა “დიალოგის” სტუმარია
შემდეგი სტატიაგარდაბანში საარჩევნო ხმა 20 ლარად იყიდება, ხალხს ან ფულს აძლევენ, ან 5 კილო კარტოფილს და ხახვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური