მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და უფრო მეტსაც გეტყვით, მთავრობის სხვა...

,,სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და უფრო მეტსაც გეტყვით, მთავრობის სხვა წევრებიც უნდა იყვნენ”- გიორგი გახარია [Video]

Published on

"სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი. პირველ რიგში მის მნიშვნელობას განაპირობებს საოკუოაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, – ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ იმყოფება ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად სამეგრელოში. 
,,სამეგრელოში უფრო ხშირად უნდა ვიყო და ამის საშუალება უნდა მქონდეს, უფრო მეტსაც გეტყვით მთავრობის სხვა წევრებიც უნდა იყვნენ  და ამას ძალიან მარტივი ახსნა აქვს, სამეგრელო არის უმნიშვნელოვანესი კუთხე და რეგიონი და პირველ რიგში მის მნიშვნელობას განაპირობებს საოკუოაციო ხაზი, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და ამ კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, 
უსაფრთხოებაც, ისიც რომ არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ ვითარებაში უნდა ჩატარდეს, ესეც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და სხვა რეგიონებთან განსხვავებით უფრო ხშირად მიწევს აქ ყოფნა,"- განაცხადა გახარიამ. 
შეგახსენებთ, რომ შსს მინისტრი არჩევნების მეორე ტურამდე სამეგრელოში ხშირად იმყოფება და დახურულს კარს მიღმა შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. დღეს გიორგი გახარია ვდეტერანებსა და მეთევზეებს შეხვდა.
 
 
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...