მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით დაინტერესდა - ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული კომპანიები კორორტზე ტერიტორიებს ყიდულობენ

ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით დაინტერესდა – ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული კომპანიები კორორტზე ტერიტორიებს ყიდულობენ

Published on

ბიძინა ივანიშვილის სამიზნე სამხრეთ საქართველო გახდა. ყოფილ პრემიერთან დაკავშირებული კომპანიები აბასთუმანში ტერიტორიებს ყიდულობენ. იცვლება აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ადგილმდებარეობაც. რამდენიმე თვეში ახალ სამედიცინო დაწესებულებას აბასთუმნის შესასვლელში გადაიტანენ, ტერიტორიას კი ახალი კერძო მეპატრონე ეყოლება.
 
რატომ უცვლიან ადგილსამყოფელს თითქმის საუკუნოვან დაწესებულებას, ადგილობრივებმა ზუსტად არ იციან, თუმცა ამბობენ, რომ ცვლილებები ხეობაში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბიძინა ივანიშვილი ზაფხულში აბასთუმანს სტუმრობდა.
 
ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ზაფხულში იმყოფებოდა. სანატორიუმის ტერიტორიების დათვალიერების შემდეგ კი, ყოფილმა პრემიერმა დააანონსა, რომ ის დაინტერესებულია დაბა 4 სეზონის კურორტად აქციოს.
 
მისი სტუმრობიდან მალევე, აბასთუმნის შესასვლელში ქართუ ბანკმა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. სწორედ ამ შენობაში მოუწევთ გადასვლა ტუბსაავადმყოფოს პაციენტებს. დაწესებულებას ამჟამად 48 პაციენტი ჰყავს, თუმცა, ქართუ ბანკის ახალ, 100- ადგილიან საავადმყოფოში ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის მხოლოდ 30 ადგილი იქნება. 
 
ტუბსაავადმყოფოს დირექტორი ადასტურებს, რომ ამ ადგილს ახალი კერძო მესაკუთრე ეყოლება და ტერიტორია აუთვისებელი არ დარჩება.
 
პაციენტები აცხადებენ, რომ ახალი მისამართის შესახებ ისინი ჯერ არავის გაუფრთხილებია. დირექტორის განცხადებით კი, მისამართის ცვლილების ერთადერთი მიზეზი არა ყოფილი პრემიერის გეგმები, არამედ საუკუნოვანი შენობის ავარიულობაა, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება.
 
რეესტრის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბანკმა ქართუმ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა აბასთუმანში არაერთი სხვა უძრავი ქონება უკვე შეიძინეს. დაახლოებით ორი მილიონი უჯდება ქართუს ახალი საავადმყოფო, რომელიც სამსართულიანი იქნება და ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე გაიხსნება.
 
ტუბსაავადმყოფოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტერიტორია გასხვისებული ჯერ არ არის, თუმცა, ამ უნიკალური ისტორიული ტერიტორიის ბედი და მფლობელის ვინაობა, სავარაუდოდ, უახლეს ერთ წელიწადში გაირკვევა, როდესაც საუკუნოვანი დაწესებულება ფუნქციას დაკარგავს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...