მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ვინმეს რამის მოკითხვა უნდა, მე მომკითხოს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს თავი დაანებონ...

თუ ვინმეს რამის მოკითხვა უნდა, მე მომკითხოს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს თავი დაანებონ – გენერალი ყურაშვილი დუმილს არღვევს

Published on

მამუკა ყურაშვილი მზად არის, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად, რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ ქვეყანა უკვე საკუთარი ხელისუფლების ბრალდებებისგან, ჰააგის სასამართლოში დაიცვას.
 
გენერალი იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს.
 
მამუკა ყურაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გადაარჩინა.
 
„საქართველოს შეიარაღებული ძალების მისამართით აუგი მოხსენიება ჩემთვის მიუღებელია, ასევე მიუღებელია ღამის ცხინვალის დაბომბვა. მე ამას 10 წელია- ვიმეორებ. ვინც იძახის რომ ღამის ცხინვალი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბა, მე იმ ადამიანს მხარს ვერ დავუჭერ. ეს ქვეყნის წინაშე დანაშაულია. მე პოლიტიკურად აქტიური არ ვარ, სამხედრო ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველო თუ ზიანს არ მიიღებს, თუნდა ც იმ წიგნის ხსენებით, რაც ქალბატონ სალოს აქვს დაწერილი, ხელის შემშლელი და საზიანოა ქართული სახელმწიფოსთვის.
 
"ქართულ შეიარაღებულ ძალებს, გენერალიტეტს, ოფიცრობას, პირად შემადგენლობას და ჯარისკაცებს არაფერი დანაშაული არ მიუძღვით. თუ ვინმეს რამის მოკითხვა უნდა, მოვიდეს და მე მომკითხოს, ჯარისკაცებს და ოფიცრებს თავი დაანებონ. ჩემი თხოვნა იქნება. ერთი პერიოდი ქალბატონი თეაც იყო გამოსული და თქვა, რომ ნუ შევეხებით ამ თემას და ეს იყო სწორი, მერე რატომ გაააქტიურა, მაგის პასუხს მე ვერ გაგცემთ. თვითონ ქალბატონმა თეამ უნდა თქვას. არ უნდა შეხებოდნენ ამას, ეს არის ძიება. ეს საქართველო, საქართველო არის მაღლა, საქართველო ჩვენზე მაღლა, გენერალ ყურაშვილზეც მაღლა დგას და ყველაზე მაღლა დგას. პირველი არის სამშობლოს ინტერესები. ჩემთვის უმთავრესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,“- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...