მთავარისიახლეებიპოლიტიკათბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის ნა­წილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფოტო გა­მოჩ­ნდა

თბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის ნა­წილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფოტო გა­მოჩ­ნდა

Published on

 
თბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის ნა­წილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფოტო გა­მოჩ­ნდა, სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნი კი არის – "პრინ­ცი­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი". ბა­ნე­რებ­ზე ასე­ვე წე­რია ფრა­ზა – "ღირ­სე­ბა, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა"
 
.იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამოჩენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს. როგორც ალაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც აგიტაციაში მონაწილეობ არა შენთვის ან შენი პარტიისთვის, ეს არის არა საკუთარი თავისთვის გაღებული რესურსი, არამედ სხვისთვის და ეს ყველა შემთხვევაში შემოწირულობის კონტექსტში უნდა იყოს განხილული.
 
„გასათვალისწინებელია საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც გამოსახულებასთან დაკავშირებით რაიმე სტანდარტს ან შეზღუდვას არ აწესებს ბილბორდებთან თუ სხვა სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით, განსხვავებით იგივე შინაარსობრივი რეგულაციებისა, რომელიც რეკლამისა და საარჩევნო კანონმდებლობით რეგულირდება. ერთადერთი რაც შესწავლის საგანი უნდა იყოს, რამდენად შეიძლება ეს ჩაითვალოს აგიტაციაში მონაწილეობად და აუდიტის სამსახური ამ რესურსს ჩათვლის თუ არა კონკრეტული კანდიდატისთვის გაღებულ შემოწირულობად. ამ მიმართულებით, აუდიტის სამსახურმა უნდა იმსჯელოს, იყო თუ არა კანონდარღვევა. აგიტაციის წესებზე როდესაც არის საუბარი, რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია აგიტაციაში მონაწილეობა და რესურსის გაღება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად. თუმცა, როდესაც აგიტაციაში მონაწილეობ არა შენთვის ან შენი პარტიისთვის, ეს არის არა საკუთარი თავისთვის გაღებული რესურსი, არამედ სხვისთვის. ეს ყველა შემთხვევაში შემოწირულობის კონტექსტში უნდა იყოს განხილული“, – განაცხადა ალაფიშვილმა.
 
რაც შეეხება თავად ფაქტის შეფასებას, მისი თქმით, თავად ფაქტი ბევრისმეტყველია.
 
„ეს არის დასტური იმისა, რომ თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა შეცდომა, რომ ვითომდა დამოუკიდებელი კანდიდატურა წარმოადგინა და უჭერდა მხარს. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სახეც კი აღარ აქვს პოლიტიკური და რეალურად მეორე ტურში მონაწილეობს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი“, – აღნიშნა ალაფიშვილმა.

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...