მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას...

საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის და საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
 
როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ და მინისტრმა წულუკიანმა კერძო პირებად გამოაცხადეს 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცები და ამ გადაწყვეტილების შედეგად, ქართველ ვეტარანებს დამოუკიდებლად მოუწევთ რუსული არასამთავრობოების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ ბრძოლა.
 
„საქართველოს სახელმწიფო მისი იუსტიციის მინისტრის სახით ხელს იბანს 2008 წლის ომის ვეტერანებთან დაკავშირებით და აცხადებს მათ კერძო პირებად, რომლებმაც ინდივიდუალურად უნდა დაიცვან თავი მათ წინააღმდეგ ოკუპანტი ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთითხნილი ყალბი მასალების წინააღმდეგ. თუ ამ საქმის განხილვისას ამჟამინდელი ხელისუფლება იქნება, მოხდება ჩვენი ჯარისკაცების საქმეების განზოგადება საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და დავდგებით უმძიმესი საფრთხის წინაშე. „ოცნებამ“ და მინისტრმა წულუკიანმა შეძლეს წარმოუდგენელი: წინა ხელისუფლების დროს ოკუპანტი ქვეყნის პასუხისმგებლობის თემა შემოატრიალეს აგრესიის მსხვერპლ, საქართველოს საწინააღმდეგოდ იმისთვის, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები დაიცვან და იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეუქმნან პრობლემები. ამით მათ ფაქტობრივად ხელი შეუწყვეს მთელი საგამოძიებო პროცესის შემოტრიალებას საქართველოს საწინააღმდეგოდ. რუსეთის ფედერაცია ცდილობს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა დანაშაულებზე რაც მათ ჩაიდინეს და ამ მიზნით, რუსული ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ყალბ მასალებს აძლევენ ჰააგის სასამართლოს. მინისტრ წულუკიანის განცხადებებიდან და ქმედებებიდან გამომდინარე, სასწრაფოდ არის გასაკეთებელი ორი რამ: მინისტრი წულუკიანი და მინისტრი ზალკალიანი უნდა გადადგნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი მოხდა მათი პროფესიონალური გამოუსადეგრობის გამო თუ გამიზნულად. სასწრაფოდ საჭიროა მათ თანამდებობებზე დაინიშნონ პროფესიონალი და ქვეყნის ინტერესების დამცველი ადამიანები“, – განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...

“საქართველოს ევროპული გზა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ხალხის არჩევანია” – NGO-ების განცხადება ევროპის დღეზე

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ საქართველოს ევროპული გზა არა...