მთავარისიახლეებიპოლიტიკაბილბორდების კონფუზი: ,,ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება ან განვითარება?“ „ოცნებას“ მის...

ბილბორდების კონფუზი: ,,ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება ან განვითარება?“ „ოცნებას“ მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატისა რცხვენია” – აცხადებს ოპოზიცია

Published on

წინასაარჩევნო ბილბორდებზე საპრეზიდენტო კანდიდატის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების ფოტოების განთავსებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება.
 
ნიკა მელიას თქმით, ბილბორდიდან სალომე ზურაბიშვილის გაქრობა და მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ფოტოს განთავსება რეიტინგის აწევას ისახავს მიზნად. ნიკა მელიას შეფასებით, ივანიშვილს ჰგონია, რომ საზოგადოებაში ჭარბი ნდობა აქვს, თუმცა, მისი თქმით, „ოცნების“ ლიდერი ცდება.
 
„როგორი ადამიანები გააკრეს საარჩევნო ბანერებზე, ადამიანები, ვინც ისტორიულ ნიშნულამდე ლარი გააუფასურა, საწვავი ისტორიულ ნიშნულამდე გააძვირა. ვის პირობებშიც გაჭირვებული კიდევ უფრო გაჭირვებულად გრძნობს თავს და ღარიბი გაღატაკდა. ვის პირობებშიც 800 ათასი ქართველი ქვეყნიდან გავიდა, მილიონამდე სოციალურად დაუცველია, 150 ათასი ბავშვი შიმშილობს და უკეთესი ხვალინდელი დღის პერსპექტივაც დაიკარგა და ეს ყველაფერი შექმნა ივანიშვილმა. მას მიაჩნია, რომ კვლავ აქვს ის ჭარბი ნდობა საზოგადოებაში და უთხრა შტაბის წევრებს, რომ აუცილებლად გააკარით ჩემი ბილბორდები და მიაწერეთ – თავისუფლება, განვითარება და ღირსება, ან თავისუფლება სად არის, ან ღირსება სად არის ან განვითარება,“ – განაცხადა ნიკა მელიამ."
 
ახალ ბილბორდებზე დამოუკიდებელი, ზეპარტიული, პირველი ქალი კანდიდატი ერთობ უცნაურად გამოიყურება, ვერავინ ვერ ცნობს მას,“ – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო – თბილისის“ თავმჯდომარე, გიორგი გაბაშვილი წინასაარჩევნოდ ბილბორდიდან ზურაბიშვილის ნაცვლად ივანიშვილის ფოტოს განთავსებას.
 
გიორგი გაბაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება უკვე ნათლად აჩვენებს, რომ „ოცნებას“ მათ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის რცხვენიათ.
 
გაბაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი კანდიდატურის მოხსნა იქნებოდა, თუმცა, „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
 
„ეს არის უკვე აბსოლუტურად წაგებული თამაში, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატის გრცხვენია. რცხვენიათ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატის, იციან მის მიმართ განწყობა ქართველი ხალხის, ასეთ ვითარებაში ყველაზე სწორია კანდიდატურის მოხსნა, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ და არ გააკეთეს, რა თქმა უნდა, 28 ნოემბერს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს არის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლისაც საკუთარ პარტიას, რომელმაც ის წარადგინა რცხვენია და ცდილობს სხვა სახეების გადაფაროს მისი კამპანია,“ – განაცხადა გაბაშვილმა..

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....