მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ არ ჩამოვიდა მოწვევის მიუხედავად რუსული დელეგაცია ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად?

რატომ არ ჩამოვიდა მოწვევის მიუხედავად რუსული დელეგაცია ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად?

Published on

ასრულებს თუ არა ლუგარის ლაბორატორია გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს – ლაბორატორიის საქმიანობას 17 ქვეყნის 23 დელეგატი ეცნობა.
 
გარემოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ლაბორატორიის ხელმძღვანელებმა სწორედ იმიტომ მოიწვიეს, რომ თავად ნახონ და დარწმუნდნენ, რომ ლაბორატორიაში არანაირი არალეგალური საქმიანობა არ მიმდინარეობს, როგორც ამას მოსკოვი ამტკიცებდა. მოწვევის მიუხედავად საქართველოში არ ჩამოდის რუსული დელეგაცია. 
 
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ძალიან კარგად იცის რა საქმიანობაც მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში. გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ბევრი რუსი სპეციალისტია ნამყოფი.
 
„ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგან ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს არ აძლევს მოსვენებას, თუმცა შედარებით ნეგატიური სიახლე იყო ლუგარის ცენტრთან დაკავშირება ჰეპატიტის, რომელიც უბრალოდ აბსურდულია. BBC-ის ჟურნალისტური გამოძიებით მათ მიეცათ საშუალება რესპონდენტებს გასაუბრებოდნენ ზახაროვასა და გიორგაძეს, მათ კითხვა დაუსვეს თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოედგინათ, რომ აქ რაიმე საფრთხის შემცველი ხდება. მათ თქვეს რომ არ გვაქვს მტკიცებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები არ არსებობს ჩვენ ჩვენი ვთქვით და ახლა საქართველომ ამტკიცოს თავის სიმართლე,“-ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...