მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირის ანგარიშში საქართველოში არსებული მაღალი დონის ელიტური კორუფცია და სამართალდამცველების მიერ...

ევროკავშირის ანგარიშში საქართველოში არსებული მაღალი დონის ელიტური კორუფცია და სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოძიება სერიოზულ პრობლემებად სახელდება

Published on

 მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში-  ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშშ რომელიც დღეს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე იქნა წარმოდგენილი 
 
 ანგარიშში ამავდროულად  დადებითად არის შეფასებული  შედეგები დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რაც კორუფციის აღქმის ინდექსებში საქართველოსთვის კარგ რეიტინგს უზრუნველყოფს რეგიონალურ დონეზე, მაგრამ ხაზგასმულია,  რომ ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისგან და განცალკევებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან.კორუფციასთან ბრძოლა ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კორუფციის მაღალი დონის საქმეების გამოძიების გამოცდილებას. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად არის მიჩნეული თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.
 
სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოძიებასა და დევნის კუთხით ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც განცალკევებული იქნება პროკურატურის უფლებამოსილებისგან. ანგარიში ასევე მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით.
 
ანგარიშში ასევე გამოხატულია შეშფოთება საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე თურქეთის მიერ ზეწოლის განხორციელებაზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიც არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ანგარიშით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სასამართლო პროცედურების ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აღუდგნენ ზეწოლას, კერძოდ თურქეთისგან.
 
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით. ასევე გაკეთებულია მოწოდება შს სამინისტროს, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე დემოკრატიული ზედამხედველობა მოხდეს.
 
ასევე შეშფოთებით აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მიიღო ახალი კანონმდებლობა ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, რომ შეთავაზებული რეფორმა შემდგომში ზღუდავს წვდომას ამ სფეროში. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს ეფექტური წვდომა ინფორმაციაზე და ახსენებს, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა.
 
ანგარიში ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის რეფორმირება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...