მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია ხუხაშვილმა ,,მესამე პოლიტიკურ ცენტრში '' გაერთიანება ალეკო ელისაშვილს...

გია ხუხაშვილმა ,,მესამე პოლიტიკურ ცენტრში ” გაერთიანება ალეკო ელისაშვილს შესთავაზა

Published on

ერთ-ერთი პირი, რომელთანაც მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ ექსპერტ გია ხუხაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა, ალეკო ელისაშვილია. როგორც ელისაშვილი აცხადებს, , ამ ეტაპზე იგი ორიენტირებულია სამოქალაქო ორგანიზაციის შექმნაზე, რომლის პრეზენტაციაც არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება, თუმცა მისი თქმით, გია ხუხაშვილის აზრები მისთვის საინტერესოა და არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ პოლიტიკური ცენტრის საქმიანობაში ჩაერთოს. ელისაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური აქტივობა მის მიერ შექმნილმა სამოქალაქო ორგანიზაციამაც დაიწყოს.
 
„გარკვეული კომუნიკაცია მე და ხუხაშვილს ნამდვილად გვაქვს. მისი აზრები და რჩევები ჩემთვის ძალიან საინტერესოა, მათ შორის ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე. ვსაუბრობდით იმაზე, 2020 წლისთვის სამოქალაქო ორგანიზაცია გარდაიქმნება პოლიტიკურ ორგანიზაციად თუ შეიქმნება ერთობლივი ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია – ამაზე აზრები გავცვალეთ. ყველა გრძნობს, რომ აღარ უნდა იყოს ორპოლუსიანი ქართული პოლიტიკა. ყველა გრძნობს, რომ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ამას გრძნობს ყველა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი. მე ვუთხარი, რომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი ამოცანა არის სამოქალაქო ორგანიზაციის ფორმირება და შემდეგში ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ ძლიერ გუნდთან ერთად პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოვაყალიბოთ და აქტიური პოლიტიკური საქმიანობა დავიწყოთ, თუმცა ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორში ვიქნები“, – განაცხადა ელისაშვილმა.
 
სეგახსენებთ, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა., რომ აუცილებელია შეიქმნას ახალი  პოლიტიკური ცენტრი, რომელიც  უპასუხებს  ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობას
 

სიახლეები

ტრამპი 90 დღით, აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას აჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის...

ლევან იოსელიანმა მზია ამაღლობელი მოინახულა და პირადად მოისმინა პოლიციის მხრიდან განხორციელებული “შესაძლო არასათანადო მოპყრობის გარემოებები”-ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლევან იოსელიანმა რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი,...

დავა მორიგ შვეიცარიულ ბანკთან -ოლიგარქის ადვოკატის განცხადება

ოლიგარქის მორიგ დავასთან დაკავშირებით, რომელსაც ის კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკთან - Julius Baer-თან იწყებს,...

“ვტოვებთ თანამდებობას, მაგრამ არ ვტოვებთ ბრძოლას” – ჯო ბაიდენმა თავის გუნდსა და თანამშრომლებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა თავის გუნდსა და თანამშრომლებს. მან მადლიერება...