მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილის განგრენა, არც მისი დასაცინი" - სამეგრელოს მოსახლეობა

„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილის განგრენა, არც მისი დასაცინი” – სამეგრელოს მოსახლეობა

Published on

რა უნდა სალომეს, განგრენა არისო აფხაზეთი, ამას ლაპარაკობს და ახლა უნდა მხარის დაჭერა? წავიდეს, მოშორდეს, გაეთრიოს აქედან,“ – ასეთია სამეგრელოში მცხოვრები მოქალაქეებს პოზიცია ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.
 
რეგიონში ამბობენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება და ამაში დამნაშავე ქართული ოცნებაა, რომელმაც 6  წელი არაფერი გააკეთა.
 
„ყველაფერს მოუმატეს – ბენზინს, საჭმელს… ბიძინა ივანიშვილის 6 წელი არაფერი გამოუსწორებია და 1 წელში რას გააკეთებს,“ – ამბობენ სამეგრელოში.
 
მოქალაქეები უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ უმეტესწილად მშივრები იძინებენ.
 
„ივანიშვილმა მთლად დაგვღუპა ხალხი, აღარ ვენდობით,“ – აცხადებენ სამეგრელოში.
 
სამეგრელოში ამბობენ, რომ იქ, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ყველგან წააგეს არჩევნები, რადგან იძულებით გადაადგილებული პირები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ხმები სჭირდებათ.
 
„არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვა, ახლა უნდა ხალხის მოსყიდვა. 6 წელი დაგვსვა და გვასმენინა მხოლოდ წასული მთავრობის საყვედური, მაგათი ლანძღვის მეტი ჩვენ არაფერი არ გაგვიგია,“ – ამბობენ სამეგრელოში.
 
სამეგრელოში ამბობენ, რომ ამ მთავრობას, მის საპრეზიდენტო კანდიდატთან ერთად, უნდობლობას უცხადებენ.
 
„ჩვენ არ ვართ სალომე ზურაბიშვილის განგრენა, არც მისი დასაცინი. ივანიშვილი დღეს რომ ითხოვს, 6 წლის წინ სად იყო,“ – აცხადებენ სამეგრელოში.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...