მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბიძინა საქართველოს დასაგნრევად მოვიდა, უნდა მოვიცილოთ, რაც შეიძლება მალე" - თბილისის მცხოვრებლები

“ბიძინა საქართველოს დასაგნრევად მოვიდა, უნდა მოვიცილოთ, რაც შეიძლება მალე” – თბილისის მცხოვრებლები

Published on

თბილისის მოსახლეობამ ქართული ოცნების 6-წლიანი ეკონომიკური პოლიტიკა არჩევანის ჟურნალისტთან შეაფასეს.
 
დედაქალაქის იმ ნაწილის მცხოვრებლებმა, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს ეკუთვნის, აცხადებენ, რომ მათზე  ლარის გაუფასურება განსაკუთრებით უარყოფითად აისახა. თბილისის მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ისინი კიდევ უფრო გააღარიბა.
 
ადგილობრივები ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აკრიტიკებენ და მას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
 
 „ბიძინა აქედან უნდა მოისპოს, საქართველოდან უნდა წავიდეს, მთელი საქართველო მოსპო. ყველაფერი გაყიდა, ხალხისთვის არაფერი გააკეთა. მიწიდან რომ თხრის ხეებს, თავისი სიამოვნებისთვის აკეთებს, ხალხისთვის რა გააკეთა,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
 
დედაქალაქის მცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, "პუტინის აგენტებს" უწოდებენ.
 
„რა გააკეთა მიშამო, ასფალტი, ასფალტი ვჭამოთო? ახლა რომ არც ასფალტია, გვეშინია გარეთ გასვლის. მოვიდა თუ არა, ქურდები გამოუშვა გარეთ,“ – აცხადებენ მოქალაქეები.
 
თბილისის მოსახლეობის აზრით, ხელისუფლებაში ოპოზიციის მოსვლა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. 
 
"ბიძინა საქართველოს დასაგნრევად მოვიდა. უნდა მოვიცილოთ, რაც შეიძლება მალე, ეგ არის და ეგ," – აცხადებენ თბილისის მცხოვრებლები. 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...