მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილი ვითარება - გაერთიანებული ოპოზიცია საერთაშორისო დამკვირვებლებს და...

არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილი ვითარება – გაერთიანებული ოპოზიცია საერთაშორისო დამკვირვებლებს და ორგანიზაციებს ხვდება

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ხვდებიან. ისინი ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შექმნილი ვითარების შესახებ გაუცვლიან ინფორმაციას. 
 
ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე აპირებს ყურადღების გამახვილებას, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
 
ფაქტზე გამოძიებამ რამდენიმე პირს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წაუყენა ბრალი. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს არის ლოიალური დამოკიდებულება საგამოძიებო უწყებების მხრიდან და ისინი ითხოვენ მუხლის გადაკვალიფიცირებას ად ბრალის დამძიმებას ითხოვენ.  
 
„ახალქალაქში რაც მოხდა, არის დანაშაულის მთელი კომპლექსი, ერთი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ეს არის წინასწარი განზრახვით ადამიანზე თავდასხმა, ჯანმრთელობის დაზიანება. ის პატარა მაფიოზი, რომელიც არის ჩაბუდებული ნინოწმინდა-ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახით, რომელსაც თავისი შეიარაღებული მხედრიონივით ფორმირება აქვს, არის ხელისუფლების დასაყრდენი და მათთვის ასე განიხილება, რომ ეს რეგიონი არის ჩაყრილი ხმების ბეღელი,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
 
ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ეხმაურებიან და მას მძიმე ფაქტად აფასებენ. გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზეც საუბრობს.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...