მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სასწორის მეორე პინაზე დგანან მეჩითოვისნაირი ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სახელმწიფოებრიობას" - დავით ბაქრაძე

“სასწორის მეორე პინაზე დგანან მეჩითოვისნაირი ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სახელმწიფოებრიობას” – დავით ბაქრაძე

Published on

"9 აპრილს ხალხი არა რუსული ნიჩბებით და მომწამვლელი აირით, არამედ უჰაერობით დაიღუპა " – კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის იურა მეჩითოვის ამ განცხადებას, საზოგადოების დიდი უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა."ეს ადამიანი გამოდის და ებრძვის საკუთარ სამშობლოს, ებრძვის ჩვენ ისტორიას, ებრძვის ჩვენ სახელმწიფო იდეას’’- ასე გამოეხმაურა დავით ბაქრაძე კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის შეფასებას, რომელმაც საქართველოს ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას- შოუ და კრიმინალური აქტიც უწოდა.პარტია "ევროპული საქართველო"-ს თავმჯდომარემ განცხადება გადაცემა "კვირის აქცენტებში" გააკეთა. დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა და თქვა, რომ მეორე ტურში მოსახლეობამ სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს.„უმძიმესი მოსასმენი იყო, რაც მოვისმინე 9 აპრილთან დაკავშირებით, ვერ ვიტყვი „ბატონ“ მეჩითოვის მხრიდან, რადგან არ ვიცი როგორ ვახსენო ეს ადამიანი. მე რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნა მნდომოდა და მიხეილ სააკაშვილთან კი არ გამოვიდოდი, მაგრამ ყველა განსხვავება, რომელიც არსებობდა და არსებობს ჩვენს შორის ამ წუთში არის მეასე და მეათასეხარისხოვანი, იმიტომ რომ სასწორის მეორე პინაზე დგანან მეჩითოვისნაირი ადამიანები, რომლებიც ებრძვიან სახელმწიფოებრიობას. ეს აღარ არის პოლიტიკური სიმპათიების არჩევანი,"-ამბობს ბაქრაძე.საპრეზიდენტო არჩევნებსა და მმართველი გუნდის კანდიდატზე ისაუბრა აშშ-ს პოლიტიკური კვლევების ქეითოს ინსტიტუტის ანალიტიკოსმა. ანდრეი ილარიონოვმა სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და გაიხსნება, როგორ დაიწყო ომი. მან ის მიზეზებიც დაასახელა, რის გამოც რუსეთისთვის მისაღებია სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა.„იმის განცხადება რომ, საქართველომ  დაიწყო ომი, რბილად, რომ ვთქვათ, დიპლომატიურ ენაზე არ შეესაბამება სინამდვილეს.ტანკების პირველი დიდი პარტია სამხრეთ ოსეთი ტერიტორიაზე აღმოჩნდა 2003 წლის თებერვალში, 9 თვით ადრე ვარდების რევოლუციამდე. რაც შეეხება რუსეთსა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც კრემლის პოზიციას აჟღერებენ  რა თქმა უნდა მათ ძალზე აწუხებთ გრიგოლ ვაშაძის პოტენციური გამარჯვება. აცხადებენ, რომ მათთვის დიდი საფრთხის შემცველია და რა თქმა უნდა, პოტენციურ პრეზიდენტად ურჩევნიათ სალომე ზურაბიშვილის ხილვა“,-ამბობს ილარიონოვი.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...