მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის ცრუ განგაში და ოპოზიციის რეაქცია : ,, საგანგაშოა ის, რასაც...

სალომე ზურაბიშვილის ცრუ განგაში და ოპოზიციის რეაქცია : ,, საგანგაშოა ის, რასაც ეს ქალი ასხივებს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით- აცხადებს გიორგი ვაშაძე

Published on

ვფიქრობ, რომ საერთოდ, რასაც ეს ქალი ასხივებს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით, საგანგაშოა,- ასე აფასებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მისი ოჯახის მიმართ მუქარას ეხება.
 
გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მხრადაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის,სალომე ზურაბიშვილის მიმართ, თუ მართლაც ჰქონდა ადგილი რაიმე მუქარას ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ,თუმცა ვაშაძე ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება გენერალ დევი ჭანკოტაძის საპასუხო იყო.
 
"ვფიქრობ, რომ ამ ქალბატონის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან თავიდანვე აირჩია და მიყვება ამას, რომუპირისპირდება სამხედროებს და ზოგადად,შეიარაღებულ ძალებს. როგორ შეიძლება, რომ ის მთავარსარდალი იყოს.  მე არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, თუ არის რაიმე მიწერ-მოწერა, ეს აუცილებლად უნდა გაარკვიოს შესაბამისმა სამსახურებმა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ჩვენ აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ყოველგვარი პერსონალური ძალადობის. ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ამას გამოიძიებს, რაც არ ხდება, დაგისახელებთ ახალქალაქის, მარნეულისა და კასპის შემთხვევებს.
 
რეალურად, თუ რამე იყო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, კი ბატონო, გამოიძიონ, მაგრამ ვფიქრობ, რომ საერთოდ, რასაც ეს ქალი ასხივებს – შეიარაღებულ ძალებთან დამოკიდებულებას, ეს არის საგანგაშო. ისე უფრო მგონია, რომ დევი ჭანკოტაძის გუშინდელი სიუჟეტის პასუხი იყო დღეს მისი განცხადება",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
„მე და ჩემს შვილებს შუბლის გახვრეტით გვემუქრებიან, – ამის შესახებ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
 
სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სიახლეები

სუს-ის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე 7-10 თებერვალს, თავისი კოლეგების მიწვევით, სამუშაო...

ავალიანის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა იმსჯელებს

ახალი ბრალი გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს ხელახლა...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს...

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...