ნიკა მელიას განცხადებით, აჟიოტაჟი სალომე ზურაბიშვილისადმი მუქარის გარშემო შალვა რამიშვილის, ლაშა ნაცვლიშვილის, გოგა ხაინდრავასა და სხვების დაგეგმილია

0
540

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, იმასთან დაკავშრებით რომ მასზე მუქარა ხორციელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ეხმაურება.

მელიას განცხადებით, აღნიშნული შალვა რამიშვილის, ლაშა ნაცვლიშვილის, გოგა ხაინდრავასა და სხვების დაგეგმილია:

"უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თვით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც ადამიანები, ვინც გეგმავს ამ ყველაფერს ქართულ ოცნებაში. კერძოდ, შალვა რამიშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, გოგა ხაინდრავა და ის ადამიანები, ვინც პროპაგანდით არიან დაკავებულები ქართული ოცნების ოფისში.

უხერხულია უბრალოდ, ხალხო, ჯერ გამოგყავთ კანდიდატი პრეზიდენტობის, რომელსაც სურდა პრეზიდენტობა და ჯერ კიდევ სურს, უამრავი სხვა პრობლემაა ქვეყანაში, მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მედიას აინტერესებს, დააყენებთ ამ კანდიდატს ტრიბუნასთან, ათქმევინებთ იმ დაწერილ ტექსტს, რამდენიმე წინადადებით და მერე შურდულივით გარბის-გამორბის ისევ თქვენთან.

უხერხულია, ყველაფერი უკვე ხელის გულზე ჩანს, რომ ეს არის თქვენივე დაგეგმილი,"-ამბობს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა მელია.

წინა სტატიაირაკლი ალასანია: “თემა- ვინ დაიწყო ომი დახურულია, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ”
შემდეგი სტატიაზეწოლა საჯარო მოხელეებზე – საბავშვო ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით უკვე მეორედ გაათავისუფლეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური