მთავარისიახლეებიპოლიტიკამურმან დუმბაძე: ,,ოპოზიცია ხმებისა და ამომრჩევლის დასაცავად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს''

მურმან დუმბაძე: ,,ოპოზიცია ხმებისა და ამომრჩევლის დასაცავად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს”

Published on

პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი, მურმან დუმბაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის მცდელობებს არ გამორიცხავს.
 
სწორედ ამიტომ დუმბაძის განცხადებით, ოპოზიცია ხმებისა და ამომრჩევლის დასაცავად კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს.
 
მურმან დუმბაძე ხელისუფლებას ამომრჩეველზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
 
„25-30 ათასი ადამიანია ჩართული ოფიციალურად იმისთვის, რომ შიგნით პროცედურა გაკონტროლდეს. ასე, რომ მინიმუმზეა ეს ყველაფერი დასული. კიდევ ერთხელ ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიან გარემოში ჩავატაროთ ეს არჩევნები, საქართველოს მოქალაქეებს მივცეთ თავისუფალ გარემოში თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება. ადამიანების ის ნაწილი, რომლებიც იყვნენ ნეიტრალური პირველ ტურში, ეს ადამიანებიც აპირებენ მოსვლას იმიტომ, რომ იწამეს გამარჯვება და იწამეს მათი მარჯვენა და მარცხენა ხელის როლი საარჩევნო პროცედურისას,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
 
ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ იმ მექანიზმებზე, რომელიც „ოცნების“ მიერ გაყალბების მცდელობას უნდა დაუპირისპირონ.
 
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების დასაცავად საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას მოახდენენ.
 
გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...