მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა კალაძე შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირიდან გაყვანით ემუქრება

კახა კალაძე შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირიდან გაყვანით ემუქრება

Published on

კახა კალაძე შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირიდან გაყვანით ემუქრება. თბილისის მერის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ 7 დეკემბრიდან საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს და მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.
 
კალაძის თქმით, შვილმოკლულ მამებს შეუძლია, თბილისში სხვა ადგილი მოძებნონ და აქცია იქ განაგრძონ.
 
„მათ კანონის შესაბამისად მომართეს მერიას. ჰქონდათ სურვილი, რომ დეკემბრის ბოლომდე გაეგრძელებინათ თავიანთი აქცია დავარქვათ ამას, თუ თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა, ჩვენც კანონის თანახმად, განვუმარტეთ მათ და მივწერეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, მათ აქვთ შესაძლებლობა, ქალაქში ნახონ სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რომ ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. კანონი ყველასთვის არის მარტივი გამოსავალი,“- განაცხადა კახა კალაძემ.
 
გაფრთხილება თბილისის მერიისგან შვილმოკლულმა მამებმა დღეს მიიღეს. მერიას ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგანგებო განცხადებით უპასუხეს. ორივე მათგანმა განაცხადა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას და აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...