მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოლო 5 წელში ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი მიზნებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯა - "გამჭვირვალობა-საქართველო"

ბოლო 5 წელში ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი მიზნებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯა – “გამჭვირვალობა-საქართველო”

Published on

ბოლო 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ წარმომადგენლობითი მიზნებისთვის 50 მილიონი ლარი დახარჯა. სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლობითი ხარჯები „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გაანალიზა.არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, მხოლოდ 2017 წელს 12 მილიონი ლარი დაიხარჯა.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, წარმომადგენლობითი მიზნებისთვის თანხების დახარჯვაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ლიდერობს.
„ბოლო პერიოდში 2013-დან 2017 წლამდე სახელმწიფომ წარმომადგენლობითი მიმართულებით 50-მდე მილიონი დახარჯა, 2017 წელს, თითქმის, 12 მილიონი. მიტომ ჩვენთვის ამასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები იმიტომ, რომ სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რამდენად საჭირო იყო ამ თანხების გახარჯვა, ასევე ამ მიმართულებით ყველაზე მეტად ლიდერობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება თბილისის მერიის მხრიდან,“- განაცხადა ეკა გიგაურმა.
 
 

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...