მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის მსხვერპლი - გონიოში მონადირეებს ნადირობის უფლება სალომე...

სალომე ზურაბიშვილის მსხვერპლი – გონიოში მონადირეებს ნადირობის უფლება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ მისცეს

Published on

გონიოში, ჭოროხის დელტასთან მონადირეებს ნადირობის უფლება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის სანაცვლოდ მისცეს, – აცხადებს ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნოდარ დუმბაძე. 
 
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების" შტაბიდან მონადირეებს დაუკავშირდნენ და განუცხადენ, რომ ნადირობას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მისცემენ.
 
„აღნიშნულ ტერიტორიაზე ნადირობის აკრძალვამ მონადირეებს შორის დიდი აღელვება გამოიწვია. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში აჭარის მთავრობის სახლთან მართავდნენ აქციებს და ნებართვას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. მმართველმა გუნდმა პირველ ტურში ნახა, რომ არჩევნები წააგო, ისინი ახლა ყველაფერზე თანახმა არიან, ოღონდ ხალხში ხმები მოიპოვონ.
 
 
 
"ქართული ოცნების" შტაბიდან უკავშირდებიან მონადირეებს, ნადირობის ნებართვას სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ სთავაზობენ და ეუბნებიან, რომ მათ შესაბამისი უწყება არ დააჯარიმებს",- განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...