მთავარისიახლეებისამართალიპაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს მორალური ზიანის...

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

Published on

საქალაქო სასამართლო განიხილავს პაატა ბურჭულაძის სარჩელს, რომელიც შეეხება კობა დავითაშვილის განცხადებას. კერძოდ, ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს. 
 
,,ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით'' – ამის შესახებ ფონდ „იავნანას" დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
 
მან დღეს ჟურნალისტებთანაც გააკეთა   კომენტარი. მისი თქმით, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. „ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა სარჩელოს დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაირიცხება ფონდ იავნანაში", – განაცხადა ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა.
 
.კობა დავითაშვილის თქმით, ის მიმდინარე პროცესზე დაადასტურებს პაატა ბურჭულაძის დანაშაულებრივ ქმედებებს
 
.„2 წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის კაი კაცობის შესახებ თუ როგორ იყენებს ის საქველმოქმედო ფონდს იმისათვის, რომ აკეთოს ფული. სხვათა შორის, ის დღეს აგრძელებს მრავალშვილიან ოჯახებზე ფულის კეთებას და ახლა გავიგე, რომ მისთვის 25 ათასი ლარი სიმბოლური თანხა ყოფილა. ჩემს ოჯახზეც აპირებს იმავეს გაკეთებას, რაც სხვებზე გააკეთა. მე მინდა ვუპასუხო „ნაციონალების“ ბანს – პაატა ბურჭულაძე, სად იყავი 2 წლის წინ, როდესაც მამხილებელი ფილმების ეს სერია გაკეთდა შენზე. იქნებ იმიტომ რომ სიმართლე იყო იქ ნათქვამი ყველაფერი. მე გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი. ჩვენი კოჰაბიტაციისგან „ნაცებით“ გაძეძგილ პროკურატურას თუ არ ყოფნის არც უნარი და არც სურვილი ბრალდების სკამზე დასვას ბურჭულაძე , „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას", – განაცხადა კობა დავითაშვილმა.გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი, – ასე მიმართა კობა დავითაშვილმა ფონდ "იავნანას" დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...