მთავარისიახლეებისამართალი,,მცირე ხნით ციხეში ჩასმა, "არჩევნები გადავაგოროთ" შეთანხმებით'' - ასე ეხმაურებიან ...

,,მცირე ხნით ციხეში ჩასმა, “არჩევნები გადავაგოროთ” შეთანხმებით” – ასე ეხმაურებიან ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას ლასა თორდია და მისი ინტერესების დამცველები

Published on

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რომელიც ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, აპროტესტებს, რომ ლაშა თორდიას ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
,,რადგანაც ეს მუხლი  არ ითვალისწინებს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ჩადენილ დანაშაულს, ამიტომ საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს . ორგანიზაციის იურისტი ეკა ქობესაშვილი ოფიციალურად არის ჩართული საქმეში და ახორციელებს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს.
 
. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თავდასხმის შემდეგ, ლაშა თორდიას აღენიშნებოდა სხეულის სერიოზული დაზიანებები, მათ შორის – ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. ამის მიუხედავად, მას დღემდე არა აქვს დაზარალებულის სტატუსი. ფაქტს, რომ გენერალურ აუდიტორს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, ადასტურებს ოთარ ფარცხალაძის ადვოკატიც, რომელიც მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თითქოსდა შემთხვევის დროს ე. წ. პროპორციული ძალის გამოყენება გახდა საჭირო „მყისიერი განეიტრალებისთვის“. პროპორციულ ძალაზე საუბარი სრულიად უადგილოა, რადგან ინციდენტისას ლაშა თორდიას გარდა, არავინ დაზარალებულა.
 
ადვოკატი აპროტესტებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ლაშა თორდიას ცემაში, ყოფილი მთავარი პროკურორის გარდა, ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელიც მონაწილეობდა, გამოძიება ამით პრაქტიკულად არ დაინტერესებულა.
 
„ცხადია, ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა საზოგადოებაში არსებული უკმაყოფილებისა და არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო მოხდა. განუცხადა ჟურნალისტებს  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა –  მართალია, ჯერჯერობით არ ვიცით, რა საქმეზე დაიკითხა იგი, თუმცა ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ დაკითხვა თორდიას ცემის ფაქტზე მოხდა. მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ საქმეზე გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს და საგამოძიებო ორგანოებმა სწორი კვალიფიკაცია მისცეს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს. კერძოდ, ეს სავარაუდოდ იყო მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ძალადობა ხელისუფლების წარმომადგენელზე მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუ გამოძიება შეეცდება დაამტკიცოს, რომ ეს რიგითი ჩხუბი იყო, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იქნება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, არ დავივიწყოთ სხვა ფაქტები, სადაც სავარაუდოდ, ფარცხალაძე ფიგურირებს და რომელზეც გამოძიება არც კი დაწყებულა, მაგალითად: ლევან ყიფიანის ცემის ფაქტი, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში მითითებული სავარაუდო კორუფციის ფაქტი და სხვა“, – განაცხადა გიგაურმა
 
 აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის  ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა
.მცირე ხნით ციხეში ჩასმა, "არჩევნები გადავაგოროთ" შეთანხმებით – თორდია დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძეს ბრალი მსუბუქი მუხლით წარედგინება, გადაწყვეტილება კი არჩევნებს უკავშირდება.
 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...