მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ფული ვერ იყიდის იმ სიმართლეს, რა სიმართლითაც ჩვენ მოვდივართ და ეს დაამტკიცა...

„ფული ვერ იყიდის იმ სიმართლეს, რა სიმართლითაც ჩვენ მოვდივართ და ეს დაამტკიცა ქართველმა ხალხმა”- გიორგი ვაშაძე

Published on

გამარჯვებას გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, გავიმარჯვეთ – ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში. მისი თქმით მიუხედავად იმ სკეპტიციზმისა, რომელიც წინასაარჩევნო  პერიოდში იყო, რომ ხელისუფლება არჩევნებს მაინც გააყალბებს, 28 ოქტომბერმა დაადასტურა, რომ ფულით ხმები „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ვერ იყიდა.
 
„ფული ვერ იყიდის იმ სიმართლეს, რა სიმართლითაც ჩვენ მოვდივართ და ეს დაამტკიცა ქართველმა ხალხმა. დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. საქართველოს არ იყიდება, ჩვენ არ ვიყიდებით ფული ვერ იყიდის ვერასდროს ჩვენ მომავალს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
მისივე თქმით 28 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და იმ ხმებს, რომელიც მოიპარა „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ტურში ვეღარ მოიპარავს. გიორგი ვაშაძის თქმით „ქართული ოცნება" შეეცადა წამოეგო გაერთიანებული ოპოზიცია პროვოკაციაზე.
 
„არჩევნების მერე დღეს საოცრება მოხდა. გამოვარდნენ სუყველა და დაიწყეს, რომ ჩვენ ხალხმა გაფრთხილება მოგვცა, გავიგეთ რაც გვინდოდა და მეორე მხრივ ახალქალაქში ჩაიდინეს ამხელა ბოროტება. ჩვენს თანაგუნდელებს თავს დაესხნენ თავპირი დაამტვრიეს. უნდოდათ რომ ამ პროვოკაციას ჩვენ წამოვგებოდით. მანამდე იყო მარნეული, კასპი. არ წამოვეგებით არც ერთ თქვენ პროვოკაციაზე. ხალხი არის ჩვენსკენ, ხალხი დგას ფეხზე,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ამომრჩეველს მოუწოდა არ წამოეგონ პროვოკაციებს და არჩევნებზე მივიდნენ მშვიდად.
 
მისი თქმით შურისძიების დროს არ არის, ქვეყანას სჭირდება რეფორმები. 
 
"სად გვცალია იმისთვის, რასაც ისინი საუბრობენ. ერთი სული გვაქვს დავიწყოთ საქმის კეთება,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...