მთავარისიახლეებისამართალიგია გულორდავამ თხოვნით მიმართა სასამართლოს გაათავისუფლონ ლაშა გოგია, რადგან მისი მტკიცებით,...

გია გულორდავამ თხოვნით მიმართა სასამართლოს გაათავისუფლონ ლაშა გოგია, რადგან მისი მტკიცებით, მას მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია

Published on

 გადაწყვეტილება ლაშა გოგიასა და გია გულორდავას აღმკვეთი ღონისძიების შესახებ საქალაქო სასამართლომ გუშინ დღის ბოლოს მიიღო.
 
სხდომაზე მოსამართლეს სიტყვით მიმართა ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა. გია გულორდავას თქმით, თუ პროკურატურას მძევალი სჭირდება, ის მზად არის პატიმრობაში დარჩეს და თხოვნით მიმართა სასამართლოს ლაშა გოგია გაათავისუფლონ, რადგან მისი მტკიცებით, მოლაპარაკებებში ყოფილ მერს მონაწილეობა არ მიუღია. სასამართლო სხდომაზე მოსმაართლეს მიმართა ლაშა გოგიამაც და საქმეში არსებულო კითხვის ნიშნებზე ისაუბრა. 
 
"ადამიანი დღეს არც რუსეთის მოქალაქეა და მაშასადამე არც საქართველოსი. ის სხვა გვარით ცხოვრობს რუსეთში და სხვა პასპორტი აქვს და საქართველოში კიდევ სხვა სახელი და გვარი. არსებობს საერთოდ ეს ადამიანი თუ არ არსებობს?"-განაცხადა ლაშა გოგიამ.
 
საქმის პროკურორი, ბექა ბეჟაშვილი განმარტავს, რომ გამოძიების მეირ წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო მტკიცებულება იმისათვის, რომ ბრალეუlობა დადასტურებულიყო და დაკავებული პირები პატიმრობაში დარჩენილიყვნენ.
 
"საქმეში არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, პირდაპირი მტკიცებულებებით, ასევე არის აუდიოჩანაწერი, ასევე არის გამოთხოვილი ინფორმაციები, ქვითრები, რომელიც ადასტურებს  ფულადი თანხის ჩარიცხვებს. წარმოდგენილი არის ექსპერტიზის დასკვნა,"-განაცხადა პროკურორმა, ბექა ბეშიჟვილმა. 
 
ლაშა გოგიასა და გია გულორდავას ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობა არ დასტურდება და არც დაკავებულების მიმალვის საშიშროება არ არსებობს. 
 
"დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო გამოძიება და ამ პერიოდის განმავლობაში ლაშა გოგიას არ უცდია რაიმე სახით ხელი შეეშალა გამოძიებისთვის,"-აცხადებს ლაშა გოგიას ადვოკატი, მერაბ მამულაძე.
 
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გოგია და გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით პირველ ნოემბერს დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც დაკავებულების მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...