მთავარისიახლეებიპოლიტიკაოფშორში რეგისტრირებული 9 კომპანიის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილია - TI-მ ყოფილი პრემიერის...

ოფშორში რეგისტრირებული 9 კომპანიის წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილის დისშვილია – TI-მ ყოფილი პრემიერის მიერ ქონების გადამალვის სქემა გაშიფრა

Published on

ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ოფშორში მიაგნო. დოკუმენტებში არსად ჩანს, რომ ის ექსპრემიერის საკუთრებაა, თუმცა, ერთმა დეტალმა მთელი სქემა გაშიფრა – საბუთებს ხელს ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილი, აწერს.
 
კახა კობიაშვილია ოფშორში რეგისტრირებული 9 კომპანიის წარმომადგენელია. სწორედ ამ კომპანიებით ბრუნავს ივანიშვილის მილიარდები. ქართული ოცნების ლიდერის ქონების გადამალვის სქემა ასეთია – ოფშორში რეგისტრირებული 9 კომპანია, რომლის წარმომადგენელი კახა კობიაშვილია, საქართველოში 70 კომპანიას ფლობს, ყველა ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული.
 
9 ოფშორული კომპანიიდან, სადაც ოლიგარქი მილიარდებს ინახავს, ფული 70 ქართული კომპანიის ანგარიშზე ირიცხება, კომპანიებიდან ფულს თანამშრომლებს აძლებენ და ისინი ქართულ ოცნებას ან სალომე ზურაბიშვილს სწირავენ.
 
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა შპს ახალი სერვისი, საიდანაც წლების განმავლობაში ფულს იღებდა სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის, მეუღლე. ასევე ფინსერვისი, რომლის მიმართაც თბილისის ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებაზე არაერთი კითხვა დაისვა.
 
შპს ინვესტკაპიტალი – კომპანიის საკუთრებაშია იპოდრომის ყოფილი ტერიტორია. ასევე შპს ახალიკაპიტალი – კომპანია ერეკლე მეორის მოედანზე, #3–ში მდებარე როსტომ მეფის სასახლის მფლობელია, სადაც ქართული ოცნება ოფისს ქირაობს.
 
ივანიშვილი ამ დროისთვის დავობს შვეიცარიაშიც. ყოფილი პრემიერი ბანკირისგან იმ ასეულობით მილიონის დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მან ოფშორში რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანიის საშუალებით დააბანდა.
 
ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელობაში არსებული კომპანიებთან სახელმწიფო უწყებების შესაძლო კორუფციული კავშირის და შავი ფულის გადინების გარდა, სამოქალაქო სექტორი ამავე კომპანიებიდან ხელისუფლების შტოებში გადანაცვლებული პირების საკითხზე საუბრობს. ის ფაქტი, რომ ივანიშვილს კომპანიებში დასაქმებული 50-ზე მეტი პირი ახლა საჯარო სამსახურებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს, ივანიშვილის არაფორმალურ გავლენაზე მიუთითებს.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...