ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე-მერს გია გულორდავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება მათ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. როგორც გია გულორდავას ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა ბრალის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გია გულორდავა ბრალს არ აღიარებს და მას ჩვენება სრულყოფილად არ მიუცია. „იგი კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას იყენებს. არანაირ თანამშრომლობაზე საუბარი არ გვაქვს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ახლახან გადმომეცა, თუმცა, არის აუდიო ჩანაწერები, გამოკითხვის ოქმები და წერილობითი მტკიცებულებები”, – აღნიშნა ზაქრო გვიშიანმა. რაც შეეხება ყოფილ მერს ლაშა გოგიას, ადვოკატის ინფორმაციით, წარდგენილ ბრალს არც ის ეთანხმება. აგვოკატ მერაბ მამულაძის თქმით, აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. მისივე თქმით, უკვე ცნობილია, რომ გამოძიება ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.
სიახლეები
საზოგადოება
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის...
საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით
ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...
საზოგადოება
გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს
გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...
საზოგადოება
ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა
ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...