მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ყოფილი მერისა და მოადგილის დაკავება - ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, მმართველ...

ზუგდიდის ყოფილი მერისა და მოადგილის დაკავება – ოპოზიცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს, მმართველ გუნდში კი გამოძიებასთან კითხვები არ აქვთ

Published on

ანგარიშსწორება და ამავე დროს ამომრჩევლის მოტყუება – ასე აფასებს ოპოზიცია ზუგდიდის ყოფილი მერის და მმართველი პარტიის შტაბის ხელმძღვანელის, ლაშა გოგიას დაკავებას.
 
„ვფიქრობ ეს არის ერთგვარი ანგარიშსწორებაც და თვლაში ნაცრის შეყრაც. მთავარია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან ცხადად განაცხადა, რომ ის არ შეეგუება კორუფციას“-აცხადბეს “ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგო რატიანი.
 
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მომხდარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული არიან, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენიდან გამომდინარე მისი გასამართლება ობიექტურად არ მოხდება.
 
„ადამიანმა ჯერ აიღო ქრთამი ,შემდეგ დანიშნეს მმართველი პარტიის შტაბის ხელმძღვანელად. შემდეგ წააგო არჩევნები და შემდეგ დაიჭირეს,. ამ ქვეყანაში ამ კაცის გასამართლებაც კი არ მოხდება სამართლიანად იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში,  პროკურორიც პოლიცმეისტერიც ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი“-ამბობს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.
 
განსხვავებულად ფიქრობენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის კორუფციის ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით შეკითხვები არ აქვთ.
 
„საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს, როდესაც დადგინდება ფაქტი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ ადამიანის რაღაც ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. მე მგონი იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანი დაეკავებინათ და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როგორც ყველა დაკავების შემთხვევაში“-ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი.

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...