მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო არ არის იოლი და ვთვლი, რომ ეს...

,,სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო არ არის იოლი და ვთვლი, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“ – ლევან ბერძენიშვილი მიხეილ სააკაშვილიზე

Published on

 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ, სადაც „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე ისაუბრეს,  პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილმა მას ბოდიში პერსონალურად მოუხადა და რომ მან ეს ბოდიში მიიღო.  
საერთოდ, ბოდიშს ვინც მოიხდის, იმას უნდა აპატიო. მე ვფიქრობ, არ არის იოლი საქართველოს პრეზიდენტი, ყოფილი ხარ, თუ სხვანაირი, სპეციალურად მიხვიდე კაცთან და მოუბოდიშო. არ არის იოლი და ვთვლი, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.
 
თავის დროზე გამოქვეყნდა ჩემი სატელეფონო ჩანაწერი რუსეთის საელჩოსთან, რომელიც ფარული არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, გამოვდიოდით თუ არა დსთ-დან.
 
ბრალი დამდეს დიახ, მაგრამ ამიტომ მივმართე მე ბატონ გრიგოლს Facebook-ით და მადლობელი ვარ, რომ მან მიაქცია ამას ყურადღება, გაერკვია ამ საკითხში და ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ არ მიაჩნია თავისი საქციელი სწორად.
 
2007 წელს ბერძენიშვილისადმი წაყენებულ ბრალდებას სამწუხარო ინციდენტი უწოდა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
 
„მე არასდროს არ მივიჩნევდი ბატონ ლევან ბერძენიშვილს არავის ჯაშუშად და მივიჩნევდი ადამიანად, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ეროვნულ მოძრაობაში, რომლის უშუალო მონაწილეობით ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც მას ვუთხარი პირადად, ჯერ პირად შეხვედრაზე, მერე პირადად დავადასტურე.
 
ეს სამწუხარო ინციდენტი ამოწურულია. დღეს არის მხარდაჭერის, გაერთიანების დრო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისთვის რომ მოხდეს იმ მახინჯი სისტემის დემონტაჟი, რომელიც ბადებს ერთპიროვნულ ან ერთპარტიულ მმართველობას და „რესპუბლიკური პარტიის“ მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 
 
 

სიახლეები

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი – თაზო დათუნაშვილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არ არის ერთი რიგითი პორტი - ეს არის ერთადერთი რეალური...

ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ

ადვოკატის ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერს მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის, შეურაცხყოფას ედავებიან.  "დღეს დილით დამიკავშირდა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო...

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...