მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება ოპოზიციის დამრბევებს მწვანე ბარათს უჩვენებს: "ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს...

ხელისუფლება ოპოზიციის დამრბევებს მწვანე ბარათს უჩვენებს: “ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ენზელ მკოიანს“

Published on

"ჩვენ სრულ თანადგომას ვუცხადებთ ჩვენს თანაგუნდელს ენზელ მკოიანს“-ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც გრიგოლ ვაშაძის შტაბის ოთხი წევრი სასტიკად სცემეს. 
 
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მაღალი შედეგი აჩვენა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში რამაც ნაციონალური მოძრაობა გააღიზიანა.  
 
ახალქალაქი. თავდასხმა ოპოზიციაზე
 
„იყო ძალიან  მაღალი შედეგი ახალქალაქში, ნინოწმინდაში ,რამაც გააღიზიანა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ცდილობენ შეტევის მიტანას ამისთვის ისინი იყენებენ არასწორ მეთოდებს.  არასწორი მეთოდების შედეგი იყო ის სამწუხარო ინციდენტი, რაც მოხდა ახალქალაქში. სრულ თანადგომას ვუცხადებთ ენზელ მკოიანს, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ კიდევ ერთხელ განმეორდება ის მაღალი შედეგი, რომელიც დაფიქსირდა ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. ენზელ მკოიანი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან,“-ამბობს ირაკლი კობახიძე.
 
მისივე თქმით, ახალქალაქში, სადაც გრიგოლ ვაშაძის შტაბის ოთხი წევრი სასტიკად სცემეს, პროვოკაცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოაწყო.
 
კასპი. მაცემია გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი
 
„საბოლოო პასუხს გასცემს სამართალდამცავი ორგანო. რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დასტურდება მტკიცებულებებით, კონფლიქტი დაიწყო სწორედ ნაცმოძრაობამ, რომელმაც პროვოკაცია მოაწყო ერთ ერთ ბენზინგასამართ სადგურზე და ეს იყო რეალურად ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, მოვუწოდებთ ნაცმოძრაობას თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი, კანონის ჩარჩოებში" – ამბობს კობახიძე.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...