მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით,...

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფინანსურ დანაშაულში ედებათ ბრალი

Published on

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა დაკავებულია. – ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.-  ორივე მათგანი ფინანსური დანაშაულისთვის არის დაკავებული.
 
დამატებითი დეტალები რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი –  17:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფიგინგი გაიმართება, რომლის თემა სავარუდოდ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავება იქნება.
 
 
სამართალდამცველებმა გია გულორდავა და ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში . სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოკითხეს. გამოკითხვა ეხებოდა  ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმეს,
 
როგორც ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო.
 
სექტემბერში გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია ზუგდიდის უკვე ყოფილ მერს, ლაშა გოგიას ესაუბრება. ჩანაწერში ბიზნესმენი გოგიას ახსენებს, როგორ გადასცა გარიგების სანაცვლოდ მის მოადგილეს, გია გულორდავას 10 ათასი დოლარი კონვერტით. ასევე დამატებით როგორ ჩარიცხა კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე 30 ათასი ლარი.

 
ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.  სულ მოკლე ხანში განცხადება გადადგომის შესახებ გია გულორდავამაც დაწერა.
 
შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 21 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა:
 
„ერთმნიშვნელოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთნაირი. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი და არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა“ – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
 
საინტერესოა რომ ლაშა გოგია ( არჩეული მერი!) ჯერ უცერემონიოდ გადააყენა გუბერნატორმა, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან კანონით არაფერი ესაქმებოდა,   მაგრამ შემდეგ ამ ფაქტის ,,მისაფუჩეჩებლად''  პარტიის ოფისის  თავმჯდომარედ  დატოვეს, მერე არაფორმალურად დააბრუნეს , მერე სალომეს შტაბის უფროსად დანიშნეს და დღეს დააკავეს.- გასაგებია რატომაც – ზუგდიდის ხმები დაკარგეს, ლაშა გოგია კი ალადინის ჯინი  არ იყო, რომ ზუგდიდელების დაკარგული გული ( არც არასოდეს ყოფილა მათი)  მოეგო და ხმები ლანგრით მიეტანა ,,ქართული ოცნებისათვის ''.
 
როგორც ჩანს,  არჩევნების ტურისთვის კიდევ ბევრი განტევების ვაცი მოიძებნება,ზუგდიდში დიდი ხანია დაირხა ხმები, რომ ამ პირებს არჩევნებამდე დაკავებდნენ, რათა   შეექმნათ თავის რიგებში კორუფციასთან მებრძოლი ხელისუფლების იმიჯი.  ახლა ეს განსაკუთრებით სჭირდებათ , თუმცა იხსნის თუ არა ამ საქმეს ლაშა გოგიას და გია გულორდავას თავების გაგორება, საკითხავიც არ არის, ვერ უშველის. თევზი თავიდან ყროლდება, ეს ორი ყოფილი საჯარო მოხელე კი მხოლოდ პატარა ქერეჭია კორუფციული გველეშაპის ტანზე, რომელიც ოლიგარქმა შვა.
 
 
 

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......