მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილის დუმა და დუმას ,,დუმები''

სალომე ზურაბიშვილის დუმა და დუმას ,,დუმები”

Published on

 
-რუსეთის დუმის ზედა პალატის  საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩოვიმა სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
ეს ის კოსაჩოვია, რომელიც  საქართველოს  ემუქრება საპასუხო ზომებით თუ კი  ნატო ჩვენს ქვეყანაში საკუთარ ჯარებს განათავსებს.
 
 
„საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში, თბილისის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობების ნორმალიზება არარეალური გახდება, ასეთ შემთხვევაში საქართველოზე გავრცელდება ალიანსის სამხედრო მზადების პროგრამები, განლაგდებიან ახალი ტიპის შეიარაღება და ალიანსის ქვედანაყოფები. ეს ყველაფერი კი სამხრეთ კავკასიაში ახალ დაძაბულობას შექმნის და რუსეთის მხრიდან საპასუხო ზომებს გამოიწვევს. თუ რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ახალი სისტემები განლაგდება, მაშინ მოსკოვი მიმართავს ყველა ზომას რუსეთისა და მისი მოკავშირეების დასაცავად“, – განაცხადა კოსაჩოვმა.
 
კოსაჩოვის კიდევ ერთი მუქარა რუსეთის მიერ  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის''  აღიარებას უკავშირდება: 
 
კოსაჩოვის თქმით, „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პროცესის მხოლოდ დასაწყისია“.
„რუსეთი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ამ პროცესს. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ამ ხალხის და მათი კანონიერი მისწრაფებების მხარდასაჭერად კეთდება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ პროცესის დასაწყისია,“ – განაცხადა კოსაჩოვმა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ „ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთის ქმედებები საპირისპირო შედეგს იძლევიან“.
 
 
ამაზე იტყვიან ,,მითხარი, ვინ არის შენი მხარდამჭერი და გეტყვი, ვინ ხარ შენ'' 

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...