მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

„ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

Published on

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
 
სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
 
როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატებმა განაცხადეს, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხება არჩევნებს. მათივე თქმით, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია
 
დღევანდელ შეხვედრაზე იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დაწყებამდე ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, მეორე ტურში ამომრჩეველს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი არჩევანი აქვს გასაკეთებელი.
 
„წინ მეორე ტური გველოდება. ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო. სწორედ იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას – წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები”, – განაცხადა ბესელიამ.
 
მისივე თქმით, ოპოზიციური კანდიდატი აპირებს ყველა ის ადამიანი შეიწყალოს, რომლებიც უმძიმეს დანაშაულებში იყვნენ მსჯავრდებულნი.
 
„ისინი არიან მსჯავრდებულები ადამიანების წამებაში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. მე ვგულისხმობ სააკაშვილს, ახალაის, მერაბიშვილს და სხვებს. აქ საუბარია მათ შორის იმაზე, რომ ამ მანდატის გამოყენება, შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც შეწყალება ჰგონია, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. ამან შესაძლოა სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ძალიან მშვიდად ქვეყანას ხვალინდელი მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა ბესელიამ..

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...

“ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს რუსეთის ხელისუფლების მსგავსად მოქმედება-კრამერი

„ქართული ოცნების“ ქმედებები კრემლის სახელმძღვანელოდანაა და საქართველო ავტორიტარული მმართველობისკენ მიჰყავს - ამის შესახებ დევიდ...