მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შეჩქვიფებული'' ,,ქართული ოცნება'' თათიბირს თათბირზე აწყობს . ივანიშვილი ოფისს არ შორდება

,,შეჩქვიფებული” ,,ქართული ოცნება” თათიბირს თათბირზე აწყობს . ივანიშვილი ოფისს არ შორდება

Published on

ქართული ოცნების“ ოფისში დღეს დილიდან დახურული შეხვედრები მიმდინარეობს. როგორც „რუსთავი 2“-თან საუბრისას პარტიის წევრი და საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, შეხვედრას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები და თავმჯდომარე მართავენ.
 
მისი თქმით, პარტიის ლიდერები შეხვედრაზე მეორე ტურის სამზადისზე მსჯელობენ.
 
„მიმდინარეობს მსჯელობა მეორე ტურთან დაკავშირებით, ჩვენ მოქალაქეებისგან მივიღეთ გზავნილი, რასაც სჭირდება შესაბამისი პასუხი,“ – ამბობს დავითულიანი.
 
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი დაიწყება, დავითულიანი ამბობს, რომ ოპონენტები ხელისუფლებაში მოსვლას დესქტრუქციული გზებით ცდილობენ.
 
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ოპონენტების მართვის სტილი, მათი პოლიტიკური ამოცანა არის დესტრუქციული გზებით ხელისუფლებაში მოხვედრა, თუმცა ჩვენ ამას არ დავუშვებთ,“-ამბობს დავითულიანი.
 
შეკითხვაზე, სწორად მიაჩნია თუ არა, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გზავნილი, რომ არჩევნების მეორე ტური ეს არ არის, ბრძოლა ორ კანდიდატს შორის, არამედ ეს არის ბრძოლა ორ საქართველოს შორის დავითულიანი პასუხობს: „საქართველო ერთია, მეორეს შექმნას თქვენი მეგობრები ცდილობენ“.
 
საკრებულოს უმრავლესობის წევრს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებაზე, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ „ქართულმა ოცნებამ“ უკანონო შემოწირულობა გაიღო, როცა პარტიამ დაუკვეთა „ფსიქო პროექტი“ და თანხა გადაუხადა კოორდინატორებს.
 
დავითულიანი ამბობს, რომ ეს  არაკანონიერი შემოწირულობა არ არის და თუ აუდიტის სამსახური ჩათვლის, რომ ეს კანონიერი ქმედება არ იყო, შესაბამის განცხადებასაც გააკეთებს.

სიახლეები

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...